1. /
  2. პროექტის შესახებ

 

პროექტის შესახებ

 

 

ქართული კედლის მხატვრობის კვლევა ათწლეულებს ითვლის. ამ ხნის მანძილზე განისაზღვრა მოხატულობათა ქრონოლოგიასთან, მხატვრულ სტილთან, ადგილობრივი ფერწერული სკოლების არსებობასთან დაკავშირებული არსებითი საკითხები. წლების განმავლობაში გამოვლენილმა და შესწავლილმა მრავალრიცხოვანმა მასალამ, მისადმი ფართო საზოგადოების ინტერესმა ძველი ქართული კედლის მხატვრობის ძეგლთა კორპუსის არსებობის საკითხი დააყენა.

პროექტის „ქართული კედლის მხატვრობა – მონაცემთა ელექტრონული ბაზა“ მიზანია, ძველი ქართული მონუმენტური ფერწერის ძეგლთა თაობაზე მონაცემების შეძლებისდაგვარად მომცველი და სრული სახით წარმოჩენა; ამასთან, განზრახულია, ადგილობრივი და უცხოელი სამეცნიერო წრეებისთვის თუ საზოგადოდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობით დაინტერსებული საზოგადოებისთვის ეს უაღრესად საინტერესო მასალა, თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით, მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს. ამ მრავალწლიანი პროექტის განხორციელება ოთხ ეტაპად, ქრონოლოგიური პრინციპის შესაბამისად დაიგეგმა: V-VI–XI სს., XII–XIII სს., XIV–XV სს. და XVI–XVIII სს.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. სახელდობრ, შეიქმნა V-VI–XI საუკუნეების კედლის მხატვრობის ძეგლების მონაცემთა ქართულ-ინგლისური ბაზა, რაც გულისხმობს აღნიშნული ძეგლების შესახებ ტექსტური და ვიზუალური მონაცემების თავმოყრას და ვებ-გვერდზე განთავსებას.

პროექტის განხორციელების პროცესში გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე ნუსხაში გაერთიანდებოდა მხოლოდ ის მოხატულობები, რომელთა შესახებაც უკვე არსებობს ნარკვევები ან გარკვეული მასალები და მონაცემები. ის ძეგლები, რომლებიც პროექტის ამ ეტაპის შესაბამის ქრონოლოგიურ ფარგლებში ექცევა, თუმცა კი დღემდე არ ყოფილა აღნუსხული ან სათანადოდ გამოკვლეული, ნუსხაში არ შესულა; ვებ-გვერდი ინტერაქტიული და გახსნილია, შესაბამისად, იგი მუდმივად შეივსება სამომავლო კვლევების შედეგად გამოვლენილი ახალი მონაცემებით როგორც კარგად ცნობილი, ისე დღემდე უცნობი და აღუნუსხავ-შეუსწავლელი ძეგლების შესახებ მონაცემებით.

ქართული კედლის მხატვრობის მონაცემთა სამეცნიერო-პოპულარული ვებ-გვერდი განკუთვნილია, როგორც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვისა და სტუდენტებისთვის, ისე – ქართული კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. განზრახულია, რომ ძველი ქართული კედლის მხატვრობის ძეგლთა ელექტრონული ბაზა საფუძვლად დაედება უფრო ვრცელი მრავალტომეული კორპუსის ბეჭდურ გამოცემას.

პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტში და ინსტიტუტთან არსებულ ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრში.

 

 

ფოტოების ავტორები 

გიორგი ბაგრატიონი – იშხანის საკათედრო ტაძარი, მცხეთის წმ. ჯვრის დიდი ეკლესია; ნინო ბაგრატიონი –  ერწოს სიონი; ჯულია ბენიძე –  ყვარშას ეკლესია; თენგიზ გაბუნია – ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია; ქეთევან გონგაძე – ზემო კრიხის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია, უდაბნოს ღმრთისმშობლის ეკლესია და სატრაპეზო; ირაკლი თეზელაშვილი – ძველი შუამთის აღდგომის ეკლესია, ტბეთის წმ. მოციქულთა  საკათედრო ტაძარი; თამარ ლეთოდიანი – ახიზას საკათედრო ტაძარი, ადიშის წმ. გიორგის ეკლესია, წმ. დოდოს განსასვენებელი ეკლესია, ეზბეკის ეკლესია, ზემო კრიხის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, იშხანის საკათედრო ტაძარი, ჟიბიანის ღმრთისმშობლის ეკლესია, მანგლისის საკათედრო ტაძარი, მრავალწყაროს ღმრთისმშობლის ეკლესია, ოთხთა ეკლესია, ოშკის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, პარხალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, საბერეების №5 ეკლესია, საბერეების №6 ეკლესია, საბერეების №7 ეკლესია, საბერეების №8 ეკლესია, ტბეთის წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძარი, ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია, ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესია; გიორგი მაღრაძე – გოსტიბეს წმ. სამების ეკლესია; სალომე მელაძე – ადიშის წმ. გიორგის ეკლესია, არმაზის წმ. გიორგის ეკლესია, ატენის სიონი, აცის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, გოსტიბეს წმ. სამების ეკლესია, იფრარის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, იფხის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, ჟიბიანის ღმრთისმშობლის ეკლესია, ლაღამის მაცხოვრის ეკლესია, მურყმელის მაცხოვრის ეკლესია, ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესია, ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია, სვიფის წმ. გიორგის ეკლესია, ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია, ქურაშის წმ. გიორგის ეკლესია, ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია, წირქოლის ღმრთისმშობლის ეკლესია; კუკური მეტრეველი – დუმეილას (დუმელია) ღმრთისმშობლის ეკლესია; დრაგოშ ნასტასოიუ – მცხეთის წმ. ჯვრის დიდი ეკლესია; ირინა პაიჭაძე – კუმურდოს საკათედრო ტაძარი, მრავალწყაროს ღმრთისმშობლის ეკლესია; გიორგი პატაშური – ლაღამის მაცხოვრის ეკლესია; ზაზა სხირტლაძე – ატენის სიონი, ბერთუბნის მონასტრის სამარტვილე, ერწოს სიონი, თეთრი უდაბნოს ეკლესია, თელოვანის ჯვარპატიოსანის ეკლესია, იშხნის ღმრთისმშობლის ეკლესია, ლიხნეს ღმრთისმშობლის ეკლესია, მრავალწყაროს ღმრთისმშობლის ეკლესია, მურყმელის მაცხოვრის ეკლესია, მცხეთის წმ. ჯვრის დიდი ეკლესია, მცხეთის წმ. ჯვრის მცირე ეკლესია, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მცირე ეკლესია და სამლოცველო, ოთხთა ეკლესია, ოშკის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, პარხალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, საბერეების №5 ეკლესია, საბერეების №6 ეკლესია, საბერეების №7 ეკლესია, საბერეების №8 ეკლესია, ტბეთის წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძარი, უდაბნოს მონასტრის ღმრთისმშობლის ეკლესია, სადიაკვნე და სატრაპეზო, ფია, ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია, ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია, წამებულის მცირე ეკლესია, წრომის მაცხოვრის ეკლესია, ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესია; ნატალია ტურაბელიძე – მანგლისის საკათედრო ტაძარი; ელისაბედ უგულავა – ერწოს სიონი, იფრარის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესია; სვიფის წმ. გიორგის ეკლესია, უდაბნოს ღმრთისმშობლის ეკლესია, სადიაკვნე და სატრაპეზო, უჯარმის ჯვარპატიოსანის ეკლესია, ქურაშის წმ. გიორგის ეკლესია, წრომის მაცხოვრის ეკლესია; ნელი ჩაკვეტაძე – ბენისის წმ. გიორგის ეკლესია, ეზბეკის ეკლესია, კუმურდოს საკათედრო ტაძარი, კატაულას წმ. გიორგის ეკლესია, ლაღამის მაცხოვრის ეკლესია, მანგლისის საკათედრო ტაძარი, მცხეთის წმ. ჯვრის მცირე ეკლესია, ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესია, ურაველის აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია, ფიას წმ. თევდორეს ეკლესია, ყვარშას ეკლესია, ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია, წამებულის მცირე ეკლესია,  ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესია; ნინო ჩიხლაძე – ზემო კრიხის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, წრომის მაცხოვრის ეკლესია