1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. აკურა, წმ. დავით გარეჯელის...

აკურა, წმ. დავით გარეჯელის ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა

ნაგებობა: აკურა, წმ. დავით გარეჯელის ეკლესია
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: IX საუკუნის შუა ხანები
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

პირველი ფენის მოხატულობა გაირჩევა აღმოსავლეთ ფასადზე. მისივე თანადროული უნდა იყოს დასავლეთ ფასადზე შესრულებული ფრესკული წარწერების ნაწილიც.

 

ფასადი

აღმოსავლეთ ფასადზე, ცენტრალური სარკმლის ასწვრივ, საფასადო წყობაში გამოყვანილი, კონცენტრული წრეებით შექმნილი ორსაფეხურიანი დეკორატიული ნიშის ცენტრალურ არეში სინგურითა და ღია ვარდისფერი საღებავით ჩაწერილია მაცხოვრის სახე კისრით, უშარავანდოდ (ამასთანავე, თავად ნიშის წრიული ფორმა შეიძლება შარავანდად იქნას აღქმული). წრიული ნიშის შიდა არეს სინგურით სხივებისდაგვარად დატანილი მოკლე, ხაზები დაუყვება. ცენტრალური გამოსახულების გარშემო, ოთხ მხარეს, გაირჩევა შედარებით მომცრო ზომის ოთხი სახე (ამჟამად ორი მათგანი ძლიერაა დაზიანებული). წრიულ ნიშას გარს შემოსდევს შირიმის წყობით გამოყვანილი ლილვი, რომელიც, იმავდროულად,  კომპოზიციის მოჩარჩოებად აღიქმება.

დასავლეთ ფასადზე განსხვავებული პერიოდის წარწერებია დარჩენილი. საფასადო წყობაში გამოყვანილი დეკორატიული თაღის ქვედა მონაკვეთზე არსებული შელესილობის ზოლზე, ჩაღარვით შესრულებული ორი სავედრებელი წარწერა ბაზილიკის აგების თანადროულად არის მიჩნეული. გრაფემათა ღარები წითელი ფერის საღებავით ყოფილა დაფერილი, ისევე როგორც წვრილი მოჩარჩოება წარწერის გარშემო, თუმცა ზოგი ასო უშუალოდ საღებავით ჩანს შესრულებული: Ⴕ ႼႭ ႶႧႱႫႸႡႪႭ Ⴘ˜Ⴄ ႲႡႪ ႣႠ ႸႥႪ|ႬႨ ႫႱႬ[-] ႫႭႱႼႰႠႴჂ  ႵႫ[- – – -] ႠႶႸႤႬ[- – -]ႤႱႤ ႱႠႷ[- – -] | ႸႤႬჂ – ქ. წ(მიდა)ო ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბ(ე)ლო, შ(ეიწყალ)ე ტბლ და შვ(ი)ლნი მ(ი)სნ[ი], მოსწრაფ(ება)ჲ  ქმ[ნა და] აღ(ა)შენ[ა წ(მიდა)ჲ] ესე საყ[დ(ს)რი] შენჲ.

Ⴜ˜Ⴍ ႶႧႱ ႫႸႡႪ | ႸႤ [–] ႣႥႪႧႠ | [- – – – – -] ႫႨႱႧႠ | [- – – – – -] ႰႠႠ|ႰჂႱ[- – -]ႰႠ[- – -]ႸႠ[- – -] – წ(მიდა)ო ღ(მრ)თ(ი)ს მშ(ო)ბ(ე)ლ(ო) შ(ეეწი)ე [ე](რისთავთ) [ე](რისთავსა) (?) დვლთა (?) [და ძეთა] მისთა [- – – – – -]რა არჲს[- – -]რა[- – -]შა[- – -].

დეკორატიული თაღის ზედა მონაკვეთზე წითელი ფერისავე საღებავით შესრულებული წარწერის პირველი სტრიქონიდან მხოლოდ საღებავის ფრაგმენტები გაირჩევა; მეორე სტრიქონის მსხვილად ნაწერი ასოები ფოთლოვანი მოტივებითაა გაფორმებული: [- -]ႣႤ : Ⴑ˜ႳႪႧ [ად]იდე სულ(ი)თ.


ბიბლიოგრაფია

თეიმურაზ ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები (თბილისი, 1962), 7-10.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековия Грузии (Тбилиси, 1983), 8.

მარიამ გველესიანი, “მზე-ქრისტესა და ჟამთა გამოსახულებების შესახებ აკურას ბაზილიკის აღმოსავლეთ ფასადზე”, ლიტერატურა და ხელოვნება 1-2 (1997), 59-92.

ფლერ დევდარიანი, თამაზ დვალი, “აკურა. დედათა მონასტერი”, წიგნში: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 1II (თბილისი, 2015), 147.