1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, ბერთუბნის მონასტერი, სამარტვილის...

გარეჯი, ბერთუბნის მონასტერი, სამარტვილის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, ბერთუბნის მონასტერი, სამარტვილე
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

სამარტვილის ინტერიერში შელესილია აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები, აგრეთვე, ნაწილობრივ ჭერი; ბათქაში ფარავს ლუსკუმის წინა კედელსაც.

მოხატულობა სამარტვილის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზეა შესრულებული.

 

ნიშა-საკურთხეველი

აღმოსავლეთი კედლის ნიშაში გამოსახულია ოდიგიტრიის ტიპის ღმრთისმშობელი ყრთმითურთ მარცხენა ხელში. ნიშის შიდა პირს მცენარეული ორნამენტი გადაუყვება (ეს გამოსახულებები მხატვრობის მეორე ფენას ეკუთვნის). უცნობია, რა იყო გამოსახული ნიშა-საკურთხეველში თავდაპირველად. აღმოსავლეთ კედელზე, ნიშა-საკურთხევლის ორივე მხარეს მოწითალო-ყავისფერი საღებავით შესრულებულია საფეხურებიან კვარცხლბეკზე აღმართული, მოგრძო პროპორციების განედლებული ჯვრების თითო გამოსახულება.

ჩრდილოეთი კედლის ზედა ნახევარი, ლუსკუმის ასწვრივ წითელი ფერის ზოლით სამმხრივაა მოჩარჩოებული. ჩარჩოს შვეულ ზოლებზე გამოსახულია ლურჯი ფერის თითო ნახევარწრიული სეგმენტი, რომელთაგანაც ოთხ-ოთხი მკლავია წინ გამოწვდილი წითელი ფერის ჯვრებითურთ.

ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, იმავე ფერის საღებავით გამოსახულია კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, ხოლო კომპოზიციის ზემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე დარჩენილია სამღვდელო შესამოსელში წარმოდგენილი ფიგურის ქვედა ნაწილი.

მოწითალო-ყავისფერი ზოლი შემოუყვებოდა ლუსკუმის წინა კედელსაც.


ბიბლიოგრაფია

Guram Abramishvili, “The painting of Bertubani Martirium”, კრებულში: Maria Stella Calo’ Mariani a cura di, L’arte georgiana dal IX al XIV secolo, atti del Terzo simposio internazionale sull’arte georgiana, Bari, Lecce, 14–18 ottobre 1980 [Collana di saggi e testi. Sezione sesta, Storia dell’arte: III] I (Galatina, 1986), 199-203, pl. CXIX-CXXX.

გურამ აბრამიშვილი, “ბერთუბნის სამარტვილის მოხატულობა“, სპექტრი 1 (1998), 52-7.

Zaza Skhirtladze, “Martyrs and Martyria in the Gareja Desert”, in: Michel Kaplan ed., Monasteres, images, pouvoirs et societe a Byzance [Byzantina Sorbonensia: 23] (Paris, 2006), 65-7, fig. 3-6.