1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ფია, წმ. თევდორეს ეკლესიის...

ფია, წმ. თევდორეს ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: ფია, წმ. თევდორეს ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესია თავდაპირველად მთლიანად იყო შელესილი. ამჟამად ბათქაშის ფრაგმენტები  დარჩენილია საკურთხეველში, სახელდობრ, კონქსა და სარკმელში. ნახანძრალ ეკლესიაში მხატვრობა ფრაგმენტულად შემორჩა კონქში და დასავლეთ კედელზე.

 

საკურთხეველი

კონქში გამოსახულია პატიოსანი თვლებით მოოჭვილ კვარცხლბეკიან საყდარზე დაბრძანებული მაცხოვრის მონუმენტური ფიგურა; მაკურთხეველი მარჯვენა შემართული აქვს, მარცხენა ხელით კი ზემოდან იკავებს გადაშლილ სახარებას (იოანე 8:12), რომელიც მარცხენა მუხლზე უდევს. ქრისტეს ფიგურა მანდორლის გარეშეა წარმოდგენილი. რთულია დანამდვილებით განსაზღვრა, გამოსახული იყო თუ არა მაცხოვრის ფიგურის ორივე მხარეს ძალთა დასი – ანგელოზები და მრავალფრთედები. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ქრისტეს მონუმენტური ფიგურის და კონქის არეს ურთიერთშეფარდება – ამის მიხედვით, ნაკლებ დასაშვებია, რომ  აღსაყდრებული მაცხოვრის გვერდით წარმოდგენილი ყოფილიყო ორი მთავარანგელოზი/ანგელოზი; საყდრის გვერდით უფრო მოსალოდნელი მრავალფრთედთა გამოსახულებების არსებობა ჩანს. კონქს ქვემოთ, საკურთხევლის კედლებზე ნალესობა მთლიანადაა წარხოცილი; ამის გამო შეუძლებელია რაიმეს თქმა იმის თაობაზე, უფლის დიდების კომპოზიცია მხოლოდ კონქში იყო წარმოდგენილი თუ ორ რეგისტრად იყო განთავსებული.

 

დარბაზი

დასავლეთი კედლის ცენტრში, ადამიანის სიმაღლეზე, უშუალოდ ქვის წყობაზე წითელი საღებავით შესრულებულია წაგრძელებული პროპორციების, ბოლოებგაფართოებული ჯვრის გამოსახულება.


ბიბლიოგრაფია

გივი გაფრინდაშვილი, “995 წ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ნასოფლარ ფიაში”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე XVII8 (1956), 761-2.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), реп. 111.

ზაზა სხირტლაძე, “ფრესკის ფრაგმენტი ფიას წმ. თევდორეს ეკლესიის საკურთხეველში”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 3 (1988), 171-8.

დევი ბერძენიშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: I] (თბილისი, 2000), 108, ტაბ. 333.

ნანა ბურჭულაძე, “ფიის წმ. თევდორეს ეკლესიის მოხატულობა“, წიგნში: ვალერი ასათიანი რედ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (თბილისი, 2013), 608-9.