1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ყვარშა, ეკლესიის მოხატულობა

ყვარშა, ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: ყვარშა, ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესიის კირით შეთეთრებულ ინტერიერში მხატვრობის ფრაგმენტები საკურთხეველსა და ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი.

 

საკურთხეველი

საკურთხევლის კედლებზე ფრაგმენტულად ჩანს ფერადოვანი ლაქები; სარკმლის მიმდებარედ განირჩევა ლაჟვარდის საღებავის ნაშთები, რაც ერთ დროს ღიობში ორნამენტის ან გამოსახულებების არსებობაზე უნდა მიანიშნებდეს.

 

დარბაზი

ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, თაღით შემოსაზღვრულ არეზე, განირჩევა ორი ცხენოსანი მეომრის ერთმანეთისადმი მიმართული ფიგურა; მათგან მარჯვენა გამოსახულების იდაყვში მოხრილი ხელი სავარაუდოს ხდის, რომ აქ გველეშაპის ან დიოკლეტიანეს მლახვრელი ფიგურა უნდა გამოესახათ. ჩრდილო-დასავლეთ თაღის ცენტრალურ არეზე განაწილებულ კომპოზიციას სადად გადაწყვეტილი რეგისტრის ხაზით გასდევს, რაც შესაძლოა, მიუთითებდეს ჩრდილოეთი კედლის ზედა ნაწილში სხვა გამოსახულების/კომპოზიციის არსებობაზე.


ბიბლიოგრაფია

დევი ბერძენიშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: I] (თბილისი, 2000), 94-5.

ირინე ელიზბარაშვილი, “კვარშას (ყვარშა) ეკლესია ჯავახეთში“, საქართველოს სიძველენი 17 (2014), 163.