1. /
  2. ინტრო

ქართული კედლის მხატვრობა

პროექტის „ქართული კედლის მხატვრობა – მონაცემთა ელექტრონული ბაზა“ მიზანია, ძველი ქართული მონუმენტური ფერწერის ძეგლთა თაობაზე მონაცემების შეძლებისდაგვარად მომცველი და სრული სახით წარმოჩენა; ამასთან, განზრახულია, ადგილობრივი და უცხოელი სამეცნიერო წრეებისთვის თუ საზოგადოდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობით დაინტერსებული საზოგადოებისთვის ეს უაღრესად საინტერესო მასალა, თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით, მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს. ამ მრავალწლიანი პროექტის განხორციელება ოთხ ეტაპად, ქრონოლოგიური პრინციპის შესაბამისად დაიგეგმა: VII-XI სს., XII-XIII სს., XIV-XV სს. და XVI-XVIII სს.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტში და ინსტიტუტთან არსებულ ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრში.