პროექტის ხელმძღვანელი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესებია შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთისა და საქართველოს ხელოვნება, კულტურული ურთიერთმიმართებები სამხრეთ კავკასიაში, სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში.
პროექტის მონაწილე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის ხელოვნების განყოფილებაში, ასისტენტ-კურატორის თანამდებობაზე. მისი კვლევის სფერო შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობაა. იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია ზემო სვანეთის ეკლესიათა მოხატულობებით და მისი სადისერტაციო ნაშრომიც ამ თემატიკას ეძღვნება.
პროექტის მონაწილე – 2020 წლის შემოდგომიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის დოქტორანტია. მან მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხები ამავე ინსტიტუტიდან მიიღო. ამჟამად იგი ამ ინსტიტუტის ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრის თანამშრომელია, ამავე დროს კი საარქივო და სამუზეუმო კვლევისა და მოდერნიზაციის ცენტრის მკვლევარია.
ირაკლი თეზელაშვილის ძირითადი ინტერესებია ქართული ხელოვნების ისტორიის ისტორიოგრაფია, შუა საუკუნეების საქართველოსა და ქრისტიანული აღმოსავლეთის სახვითი ხელოვნება, ბიზანტიური წესის სალიტურგიო სამოსი, პორტრეტი XVIII–XIX საუკუნეების საქართველოში.
პროექტის მონაწილე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის დოქტორანტი; საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს – დეპოზიტური შენახვის რეგიონული არქივის დირექტორი. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული საკულტო და საერო არქიტექტურა. იგი დაინტერესებულია ლეჩხუმის რეგიონის საეკლესიო და საფორტიფიკაციო ნაგებობებით.
პროექტის მონაწილე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის კურატორი. მისი სადოქტორო დისერტაცია ეხება შუა საუკუნეების ქართულ მოხატულ კანკელებს, მათ ტიპოლოგიას, იკონოგრაფიულ და მხატვრულ მახასიათებლებს, ისევე როგორც მათ მიმართებას უცხოურ მაგალითებთან. იგი ასევე იკვლევს ოკუპირებული შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
პროექტის მონაწილე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მაგისტრი, ამავე ინსტიტუტის ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრის თანამშრომელი. სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს ძველი ქართული სახვითი ხელოვნება; ქართული მონუმენტური მხატვრობის რესტავრაცია/კონსერვაციისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების შესწავლის საკითხი.