ატენის სიონი
დასახლება: | სოფ. ატენი, გორის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, შიდა ქართლი |
სახელდება: | სიონი, ღმრთისმშობლის მიძინების |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ოთხკონქი |
თარიღი/პერიოდი: | VII ს. |
აღდგენა/განახლება: | VIII ს.; X ს.; XIII ს. |
მოხატულობის ფენები: | ორი ფენა |
ამჟამინდელი ოთხკონქი აიგო ძველი, V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ადგილას, VII საუკუნეში. იგი ნაწილობრივ X საუკუნეში აღუდგენიათ თოდოსაკის ხელმძღვანელობით. ტაძარი მრავალმხრივაა მნიშვნელოვანი თავისი ტიპოლოგიური მახასიათებლებით, საფასადო ნაქანდაკევი დეკორით, რამდენიმეფენიანი მოხატულობითა და მრავალი სახის წარწერით – იგი ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია: შეიცავს რამდენიმე ათეულ ფრესკულ, ნაკაწრ და ლაპიდარულ წარწერებს, რომელთა ქრონოლოგიური ზღვარი VII საუკუნიდან გვიან შუა საუკუნეებებამდე პერიოდს მოიცავს.