1. /
  2. არქიტექტურა
  3. /
  4. გოსტიბე, წმ. სამების ეკლესია

გოსტიბე, წმ. სამების ეკლესია

დასახლება: გოსტიბე, კასპის მუნიციპალიტეტი
მდებარეობა: საქართველო, შიდა ქართლი
სახელდება: წმ. სამების
სახეობა: ნაშენი
ტიპი: უგუმბათო ეკლესია, დარბაზული
თარიღი/პერიოდი: X-XI სს.
აღდგენა/განახლება:
მოხატულობის ფენები: ერთი ფენა

მოხატულობა

გალერეა

ეკლესიის ფასადებსა და ინტერიერში ტოლმკლავა ჯვრის ცამეტი რელიეფური გამოსახულებაა; ჯვარია ამოკვეთილი აღმოსავლეთი სარკმლის თავსა და ტრაპეზზეც. ხუთ მათგანზე, ჯვრის გამოსახულების თავზე საქტიტორო და სულის მოსახსენებელი წარწერებია შესრულებული, რომლებიც X საუკუნით თარიღდება. იმავე დროს განეკუთვნება მლოცველთა სამი წარწერა, რომელიც სამხრეთ ფასადზეა ამოკაწრული.

ამჟამად ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, აღმოსავლეთ კუთხეშია ჩასმული ჯვრიანი ფილა, რომლის თავზე  ამოკვეთილ წარწერაში ეკლესიის მშენებელი ოსტატი იხსენიება: ႣႣႡჂ Ⴘ˜ႬႣႠ ႱႠႫ˜ႡႭ | ႼႭႰႬ Ⴖ[-]Ⴍ Ⴃ˜ႥႧ ႢႪ˜ႲႦႨ | Ⴀ[-]ႢႡႣ||ႠႫႨႱ ႼႣႱ|Ⴀ Ⴄ||ႩႱჂ დ(ი)დ(ე)ბ(ა)ჲ შ(ე)ნდა სამ(ე)ბ(ა)ო წ(მიდა)ო, რ(ომელმა)ნ ღ(ირს) [ყ]ო დ(ა)ვ(ი)თ გ(ა)ლ(ა)ტ(ო)ზი ა[ღ]გ(ე)ბ(ა)დ ამის წ(მი)დ(ი)სა ეკ(ლე)ს(იისა)ჲ.

შესაძლოა, ეკლესიის ქტიტორი იყოს მოხსენიებული დასავლეთ ფასადზე არსებულ ლაპიდარულ წარწერაში: ႼႭ ႤႩ˜ႱႭ Ⴘ˜Ⴄ | ႱႠႬႨႥႠႿ | ႣႶႱႠ ႫႠႱ ႢႩႥ|ႨႱႠႱႠ წ(მიდა)ო ეკ(ლე)ს(ია)ო, შ(ეიწყალ)ე სანივაჯ დღ(ე)სა მას გ(ან)კ(ითხ)ვისასა.