1. /
  2. არქიტექტურა
  3. /
  4. ერწოს სიონი

ერწოს სიონი

დასახლება: დაბა სიონი, თიანეთის მუნიციპალიტეტი; ამჟამად გადატანილია გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
მდებარეობა: საქართველო, კახეთი
სახელდება: უცნობი
სახეობა: ნაშენი
ტიპი: უგუმბათო ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა
თარიღი/პერიოდი: V საუკუნის მეორე ნახევარი
აღდგენა/განახლება: VIII-IX სს.
მოხატულობის ფენები: ორი ფენა

მოხატულობის პირველი ფენა  მოხატულობის მეორე ფენა

გალერეა

ეკლესია სიონის წყალსაცავის მშენებლობის გამო დაიშალა და გადმოიტანეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. რესტავრატორთა და მკვლევართა შორის ნაგებობის გადახურვასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს – ერთ-ერთი თვალსაზრისით, ბაზილიკის სამივე ნავი ორქანობა სახურავის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოქცეული; მეორე თვალსაზრისის შესაბამისად, ნაგებობას ტრადიციული სამნავიანი ბაზილიკის სახე უნდა ჰქონოდა – ამაღლებული, ორფერდა სახურავიანი შუა ნავითა და შედარებით დაბალი, ცალფერდა სახურავით დაბურვილი გვერდითა ნავებით.

ძეგლის დაშლისა და თბილისში გადატანის პროცესში მოხატულობის მეორე ფენა ძლიერ დაზიანდა; მხატვრობა შემდგომ წლებში კიდევ უფრო დაზიანდა ბუნებრივმა პირობებით. ამჟამად ბაზილიკის საკურთხეველში მეორე ფენის მხატვრობიდან უმნიშვნელო ფერადოვანი ლაქებიღა გაირჩევა.