1. /
  2. არქიტექტურა
  3. /
  4. ზემო კრიხი, წმ. მთავარანგელოზთა...

ზემო კრიხი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია

დასახლება: ზემო კრიხი
მდებარეობა: საქართველო, რაჭა
სახელდება: წმ. მთავარანგელოზთა
სახეობა: ნაშენი
ტიპი: უგუმბათო ეკლესია, დარბაზული
თარიღი/პერიოდი: X ს.
აღდგენა/განახლება: XI ს.; XIX ს. (1884 წ.)
მოხატულობის ფენები: ორი ფენა

მოხატულობის პირველი ფენა  მოხატულობის მეორე ფენა

გალერეა

ეკლესიის საფასადო ნაწილზე და მისი გარშემოსავლელის გარე კედლებზე შემორჩენილია X და XI საუკუნეებით დათარიღებული ასომთავრულითა და ნუსხურით შესრულებული ათი ლაპიდარული წარწერა, რომლებიც მოსახსენებელი ან შეწირულობის ხასიათისაა და რაიმე სახის პირდაპირ ცნობას ტაძრის აგების ან განახლების შესახებ არ იძლევა. ეკლესია დაინგრა 1991 წლის მიწისძვრისას, აღდგენილია 2006-2008 წლებში.