გარეჯი, თეთრი უდაბნო, ეკლესია
დასახლება: | გარეჯის მრავალმთა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, კახეთი |
სახელდება: | უცნობია |
სახეობა: | კლდეში ნაკვეთი |
ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
თარიღი/პერიოდი: | VII-VIII სს. |
აღდგენა/განახლება: | |
მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |
წერილობითი მონაცემები მონასტრის დაარსების, ისევე როგორც მისი ეკლესიის გამოკვეთისა და მოხატვის შესახებ არ არსებობს. ეკლესიის საკურთხევლის ქვედა ნაწილში შემორჩა IX-X საუკუნეების რამდენიმე ნაკაწრი წარწერა.
დაღუპვის საფრთხის გამო, 1999 წლის მიწურულს – 2000 წლის დასაწყისში მოხატულობის ფრაგმენტები მოიხსნა და გადმოტანილ იქნა თბილისში. ამჟამად ისინი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში.