თხოთის წმ. ნინოს ეკლესია
დასახლება: | სოფ. აღაიანი, კასპის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, შიდა ქართლი |
სახელდება: | თხოთის წმ. ნინოს |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
თარიღი/პერიოდი: | VII-VIII სს. |
აღდგენა/განახლება: | IX-X სს.; XVI ს. |
მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |
VII-VIII სს. აგებული გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესია X-XI სს. გადაკეთდა დარბაზული ტიპის ნაგებობად.
ეკლესიის ფასადსა და ინტერიერში დაცულია X-XI სს. დათარიღებული ლაპიდარული და ფრესკული ორი ასომთავრული წარწერა. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხეში იკითხება: Ⴜ˜Ⴍ Ⴂ˜Ⴈ | Ⴘ Ⴄ Ⴇ | Ⴂ˜Ⴈ Ⴘ˜Ⴄ – წ(მინდა)ო გ(იორგ)ი, შე(?) თ (?) გ(იორგ)ი შ(ეიწყალ)ე); ხოლო ინტერიერში საკურთხევლის სარკმლის წირთხლში საღებავით შესრულებულია: Ⴀ ႲႴႨႪ – ა ტფილ(ელი). ისინი ნაკლული სახით არის მოღწერული და არ იძლევა რაიმე სახის პირდაპირ ცნობას ეკლესიის აგება-განახლების და მოხატვის შესახებ.