1. /
  2. არქიტექტურა
  3. /
  4. იშხანი, წმ. მოციქულთა საკათედრო...

იშხანი, წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძარი

დასახლება: იშხანი (თანამედროვე სოფ. არპაჩიკი), ართვინის პროვინცია
მდებარეობა: თურქეთი, ტაო
სახელდება: წმ. მოციქულთა
სახეობა: ნაშენი
ტიპი: გუმბათოვანი ეკლესია, ჩახაზული ჯვარი
თარიღი/პერიოდი: VII ს.
აღდგენა/განახლება: IX ს.; X საუკუნის მეორე ნახევარი; 1032 წ.
მოხატულობის ფენები: ერთი ფენა

მოხატულობა

გალერეა

ეკლესია უნდა აგებულიყო VII საუკუნეში სომხეთის კათოლიკოსის, ნერსეს III მაშენებლის მიერ. იგი აღადგინა წმ. გრიგოლ ხანცთელის მოწაფემ და პირველმა იშხნელმა ეპისკოპოსმა, საბანმა IX საუკუნეში. ნერსესეული და საბანისეული ეკლესიების ნაშთები ნაწილობრივ მოექცა X საუკუნის მეორე ნახევარში აგებული დიდი საკათედრო ტაძრის ტანში. ეს ეკლესია 1032 წლისათვის ორ ეტაპად განაახლა იშხნელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონმა ხუროთმოძღვარ ი(ო)ვანე მორჩაისძის ხელით.  X საუკუნის მეორე ნახევარში აგებული და 1032 წლისათვის ხელახლა შემკობილი ეკლესია ასწლეულების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეპისკოპოსოს კათედრალი იყო. ეკლესია მრავალმხრივაა საყურადღებო თავისი კარგად დაცული არქიტექტურით, ორნამენტული დეკორით, მოხატულობითა და მრავალრიცხოვანი წარწერებით. საკათედრო ტაძარი და მასთან არსებული მონასტერი (?), საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამწიგნობრო კერას. ტაძარი აღდგენილია თურქი რესტავრატორების მიერ 2013 წელს.