მრავალძალი, წმ. გიორგის ეკლესია
დასახლება: | სოფ. მრავალძალი, ონის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, რაჭა |
სახელდება: | წმ. გიორგის |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ჩახაზული ჯვარი |
თარიღი/პერიოდი: | XI საუკუნის დასაწყისი |
აღდგენა/განახლება: | 1894 წ.; ეკლესია დაინგრა 1991 წლის აპრილში, მიწისძვრის შედეგად; აღდგა 2007-2009 წლებში |
მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |
XI საუკუნის დასაწყისში აგებული დარბაზული ტიპის მომცრო ეკლესია 1894 წელს გადაკეთდა დიდი ზომის გუმბათიან ნაგებობად.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადსა და დასავლეთით მიდგმულ სამრეკლოზე შემორჩენილია XI საუკუნით დათარიღებული ოთხი ასომთავრული ლაპიდარული წარწერა. ისინი ძირითადად სულის მოსახსენებელია (ერთ-ერთ წარწერაში იხსენიება გალატოზი იოვანე) და არ იძლევა რაიმე სახის პირდაპირ ცნობას ტაძრის აგების შესახებ. ნაგებობის განახლება-გადაკეთების თარიღი – 1894 წელი – სამრეკლოს სამხრეთ სარკმელზე არის ამოკვეთილი.