მცხეთა, წმ. ჯვრის დიდი ეკლესია
დასახლება: | მცხეთა, მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, შიდა ქართლი |
სახელდება: | წმ. ჯვრის დიდი ეკლესია |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ოთხკონქი |
თარიღი/პერიოდი: | 586/587-604/605 წწ. |
აღდგენა/განახლება: | |
მოხატულობის ფენები: | სამი ფენა |
ეკლესია აგებულია ქართლის პატრიკიოსის სტეფანოს I-ის მიერ (586/587-604/605 წწ.). ტაძრის ინტერიერში, ფასადებსა და კედლებზე შემორჩენილია ქტიტორთა რელიეფური გამოსახულებები და სააღმშენებლო წარწერები.
აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის აფსიდის სამწახნაგა შვერილზე, სარკმლის თავზე სამნაწილიანი საქტიტორო კომპოზიციაა; ცენტრალურ ფილაზე, სტეფანოს I-ის გამოსახულებასთან: [-]ႭႫႠႺ|ႾႭႥႰႨႱႠ|ႭႱႲႤႴႠႬႭ|ႱႵႠႰႧႪႨႱ|[-]ႮႠႲႰႨ|[-]ႨႭႱႨႸ˜Ⴄ – [ჯ](უარ)ო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლის[ა] პატრი[კ]იოსი შ(ეიწყალ)ე; სამხრეთ წახნაგზე, დემეტრე ჳპატოსის გამოსახულებასთან: Ⴜ˜Ⴍ | ႫႵ˜ႪႫ | ႧႠႥ|ႠႰ|ႠႬႢ|ႤႪႭ|ႦႭ || ႣႤႫႤႲႰ|ႨႱ ჃႮႠ|ႲႭႱႱ|ႠႫႤႭ|ႾႾႤႷ |ႠႥ – წ(მიდა)ო მ(ი)ქ(აე)ლ მთავარანგელოზო, დემეტრეს ჳპატოსსა მეოხ ხეყავ; ჩრდილოეთ წახნაგზე, ქობულ-სტეფანოზის გამოსახულებასთან: [- – -]Ⴐ˜Ⴊ |ႫႧႠႥ[-]Ⴐ|ႠႬႢႤႪႭ[-]|Ⴍ ႠႣႰ[- -]|ႰႱႤႱ ჃႮႠႲ|ႭႱႱႠ ႫႤႭႾ|ႤႷႠႥ – [წ(მიდა)ო [გ](აბ)]რ(იე)ლ მთავ[ა]რანგელო[ზ]ო, ადრ[ნე]რსეს ჳპატოსსა მეოხ ეყავ; იმავე ფილაზე ქობულ-სტეფანოზის გამოსახულებასთან: [- -]ႡႳႪ |[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|[-]|Ⴐ|Ⴑ|ႤႱႻႤ – [ქო]ბულ [სტეფანოსი, ადრნე]რსეს ძე.
სამხრეთ ფასადზე, შვერილის ცენტრალურ წახნაგზე, ქობულ-სტეფანოზის ფიგურასთან: Ⴜ˜Ⴍ|Ⴑ˜ႴႤ|ႵႭႡႳႪ |ႱႲ˜Ⴈ |Ⴘ˜Ⴄ – წ(მიდა)ო ს(ტე)ფ(ან)ე, ქობულ სტ˜ი შ(ეიწყალ)ე.
ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთ-დასავლეთ სათავსში, კარის თავზე: † ႼႷႠႪႭႡႨႧႠ ႶჂႧႠ ႣႠ ႸႤႼႤႥႬ[-]|ႧႠ ႿႳႠႰႨႱႠჂႧႠ ႫႤ ႧႤႫႤႱႲႨႠ ႫჄ|ႤႥႠႪႫႠႬ ႵჁႱႫႠႬ ႠႶႥႠႸჁႬႤ ႱႠႷႭ|ႴႤႪႨ ႤႱႤ ႱႠჄႱႤႬႤႡႤႪႠႣ ႱႳႪႨႱႠ | ႹႤႫႨႱႠ ႧႠႥႷႠႬႨႱႠႺႤႫႤႪႠႣ ႣႤ|ႣႠႧႠ – წყალობითა ღ(მრთისა)ჲთა და შეწევნ[ი]თა ჯუარისაჲთა მე, თემესტია, მჴევალმან ქ(რისტ)ჱსმან აღვაშჱნე საყოფელი ესე, საჴსენებელად სულისა ჩემისა, თავყანისაცემელად დედათა.