1. /
  2. არქიტექტურა
  3. /
  4. ნესგუნი, მაცხოვრის ეკლესია (“მაცხვარ”)

ნესგუნი, მაცხოვრის ეკლესია (“მაცხვარ”)

დასახლება: სოფ. ნესგუნი, მესტიის მუნიციპალიტეტი
მდებარეობა: საქართველო, ზემო სვანეთი
სახელდება: მაცხოვრის ("მაცხვარ")
სახეობა: ნაშენი
ტიპი: უგუმბათო ეკლესია, დარბაზული
თარიღი/პერიოდი: IX ს.
აღდგენა/განახლება:
მოხატულობის ფენები: ორი ფენა

მოხატულობის პირველი ფენა  მოხატულობის მეორე ფენა

გალერეა

დასავლეთ ფასადზე, X საუკუნის ნუსხურ ლაპიდარულ წარწერაში მამასახლისი უნდა იხსენიებოდეს: Ⴕ Ⴘ˜Ⴜ[-]|Ⴄ Ⴋ[-]|ႢႡ|Ⴄ[-] – ქ(რისტ)ე შ(ეი)წ[ყ](ალ)ე მ(ა)[მ](ა)ი გ(ა)ბ(რი)ე[ლ].

X საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ქვედა არეზე არსებული ისტორიული პირის ასომთავრული წარწერა: Ⴕ˜Ⴄ Ⴘ˜ႼႷႤ Ⴁ˜Ⴘ|ႢႬႤ – ქ(რისტ)ე, შ(ეი)წყ(ალ)ე ბ(ე)შგ(ე)ნე. სახელი – ბეშქენ – ასევე იხსენიება ინტერიერში, საკურთხეველში გამოსახულ ფრესკულ წარწერაშიც.