ოშკის ლავრა, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
დასახლება: | ოშკი (თანამედროვე სოფ. ჩემლიამაჩი), ერზერუმის პროვინცია |
მდებარეობა: | თურქეთი, ტაო |
სახელდება: | წმ. იოანე ნათლისმცემლის |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, სამკონქი |
თარიღი/პერიოდი: | 963-76 წწ. |
აღდგენა/განახლება: | 1020-იანი წლები (გადახურვა) |
მოხატულობის ფენები: | სამი ფენა |
ეკლესია აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კათოლიკონად და ტაოს ბაგრატიონების საძვალედ. მისი აგება ერთობლივად დაიწყეს ტაოს მმართველმა ძმებმა – ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა და დავით მაგისტროსმა 963 წელს. ნაგებობა განასრულა დავით მაგისტროსმა (შემდგომში კურაპალატი) 976 წელს. ეკლესია მრავალმხრივაა საყურადღებო თავისი არქიტექტურით, ნაქანდაკევი დეკორით, რამდენიმეფენიანი მოხატულობითა და მრავალრიცხოვანი წარწერებით. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამწერლობო კერას.
ტაძრის აგების შესახებ მრავალმხრივ საგულისხმო ცნობებია დაცული წარწერაში, რომელიც სამხრეთი კარის ტიმპანზეა წითელი ფერის საღებავით დატანილი: † ႫႭႼႷႠႪႤႡႨႧႠ Ⴖ˜ႧႨႱႠჂႧႠ Ⴐ˜ႪႨ ႱႺႠႥႱ Ⴗ˜ႪႧႠ ႫႭႸ˜ႸႧႠ Ⴋ˜ႱႧႠ ႣႠ ႼႠႰႭჃ ႫႠႰႧႡ˜Ⴑ ႫႭႷႭჃ ႠႰႤႧႠ ႱႠႾႤႪႨႱႠ ႫႨႱႨႱႠႧႠ Ⴗ˜ႪႧႠ ႱႵႫ | ႤႧႠ Ⴉ˜ႧႪႧႠ ႠႫႨႱ Ⴜ˜ႣႨႱႠ ႱႫ˜ႡႱႠ ႱႠႰႼႫႭჃ ႬႭႥႤႡ˜ႧႠ ႣႠ ႫႾႡ˜ႧႠ Ⴜ˜ႣႨႱႠ Ⴃ˜ႣႭႴႪႨႱႠ Ⴙ˜ႬႨႱႠ ႶႫႱႫ˜ႸႭႡႪႨႱႠჂႧႠ ႫႣ˜ႪႨႧႠ Ⴜ˜ႣჂႱႠ ႻႪႨႱႠ ႺႾႭႰႤႡႨႱႠჂ|ႧႠ ႸႤႼ˜ႥႬႨႧႠ ႣႠ ႫႤႭႾႡ˜ႧႠ ႣႨႣႤႡႭჃႪႨႱႠ ႬႠႧႪႨႫႺႤႫႤႪႨႱႠჂႧႠ(!) ႣႠ Ⴗ˜ႪႧႠ ႼႫႨႣႠჂႧႠჂႧႠ Ⴐ˜ႬႨ ႱႠႭჃႩႭჃႬႨႧႢ˜Ⴌ ႱႠႧႬႭ ႤႷႬ˜Ⴑ Ⴖ˜ႧႱႠ ႠႫႠႧ Ⴗ˜ႪႧႠ | ႼႫႨႣႠႧႠ ႱႠႣႨႣႤႡ˜ႪႣ ႣႠ ႱႠႵႤႡႪ˜Ⴃ ႨႼႷ˜Ⴑ ႶႧ˜Ⴅ ჃႨႬႭႱ˜ႬႧႠ Ⴋ˜ႴႧႠ Ⴙ˜ႬႧႠ Ⴘ˜ႬႡ˜Ⴃ ႠႫႨႱ ႼႫႨႣႨႱႠႱႠ Ⴑ˜ႷႣႰႨႱႠ Ⴐ˜ႧႠ ႠႫႠႱ Ⴘ˜ႬႠ ႠႶႤႱႰႭჃႪႤႡႭႣႨႠႬ ႣႶႤႱႠ | ႱႼႠႭჃႪႬႨ ႣႠ ႸႤႨႫႩႥႤႡႭႣႨႠႬ ჄႱႤႬႤႡ˜ႬႨ ႼႫႨႣႠႧႠႬႨ Ⴅ˜Ⴀ ႼႤႰႨႪ ႠႰႱ ჄႱႤႬႤႡႠႱႠ ႼႫႨႣႠႧႠႱႠ ႤႦႨႠႰႤႡႭႣ˜Ⴇ ႠႫႠႧ Ⴗ˜ႪႧႠ ႼႫႨႣႠႧႠ ႱႭჃႰႥႨႪႨႧႠ | ႠႫႠႧ ႣႨႣႤႡႭჃႧႠ(!) ႫႴ˜ႧႠ Ⴙ˜ႬႧႠ ჃႰႥ˜Ⴊ ႷႬႤႬ ႱႠႴႱႬႨ ႼႠႰႫႠႥ˜ႪႬႨ ႼႠႰ˜ჃႥႠႪႨႱႠ Ⴋ˜ႱႧႭჃႨႱ Ⴐ˜ႧႠ ႨႢႨ Ⴗ˜ႬႨ ႼႫႨႣႠႬႨ ႸႤႫႼ˜Ⴃ ႫႭႨႢႬႤႬ ႣႠ Ⴖ˜Ⴌ Ⴘ˜ႼႬ ႭႰႧႠႥႤ | ႺႾႭႰႤႡ˜ႧႠ Ⴛ˜ႧႠ Ⴖ˜ႧႥ ႩႭჃႰႧႾႤႭჃႪႨႱႠ ႠႣႠႰႬႤႱႤ ႩႭჃႰႠႮႠႪႠႲႨႱႠႧႠ Ⴁ˜ႢႰႲ ႤႰႨႱႧႠႥႧႠ ႤႰႨႱႧ˜ႥႫ˜Ⴌ ႣႠႥႨႧ ႫႠႢႨႱႲႰႭႱႫ˜Ⴌ ႱႠႫႤႡႠႫ˜Ⴌ ႼႫႨႣႠႫႠႬ | ႱႠႫႬႨႥႤ ႣႠႨႴႠႰႤႬ ႫႠႰႿႭჃႤႬႨႧႠ Ⴇ˜ႱႨႧႠ ႣႠ ႠႣ˜Ⴌ ႭႰႧႠႥႤ ႺႾႭႥႰႤႡ˜ႧႠ(!) ႣႠ ႫႤ ႢႰႨႢႭႪ ႶႨႰႱ ႫႷႭ Ⴖ˜Ⴌ ႫႱႠႾႭჃႰႤႡႱႠ ႠႫႠႱ Ⴋ˜ႧႱႠ Ⴖ˜ႧႨႱႠ ႫႨႫႠႰႧ ႣႠ ႫႤႥႨႷ | ႠႥ ႱႠႫႤႱႠ Ⴆ~ႠႫႢႭႫႨ(!) ႣႠ ႠႰႼႫႭჃႬႠ Ⴖ˜Ⴌ ႢႭႬႤႡႠႱႠ Ⴋ˜ႧႱႠ Ⴄ˜ႰႧႢႭჃႪႭႡႠჂ Ⴙ˜ႫႨ Ⴋ˜ႬႨႱႠ Ⴋ˜ႧႨႱႠჂ ႤႱႤ ႨႷႭ ႢႠႪႠႲႭႦႧႠ ႣႠ ႫႭႵႫႤႣႧႠ ႫႨႦႣႨ ႣႠ ႠႦႠႩႤႰႧႠ ႫႤႵႭჃ|ႨႸႤႧႠჂ Ⴐ˜Ⴊ ႼႤႪႨႼႠႣႱႠ ႼႠႤႢႤႡႨႱ ႣႰႠႫႠჂ : Ⴉ˜ : ႠႧႠႱႨ ႶႭჃႨႬႭჂ Ⴔ˜ႱႨ : Ⴝ : ႰႩႨႬႠჂ ႪႨႲႰ˜Ⴢ : Ⴌ : ႾႭჃႠႰႡႠႪႨ ႢႰႨႥႨ : Ⴑ˜ : Ⴋ˜ : Ⴈ˜ : ႢႠႪႠႲႭႦႨ ႣႠ ႾႳႰႭჂ ႣႠ ႫႽႤႣႤႪႨ Ⴐ˜[- – -]ႰႠႣႨႱ ႸႰႤႡႭ | ႣႠ : ჂႨ : Ⴤ˜ႰႨ Ⴐ˜Ⴊ ႵႥႠႱႠ ႩႰ˜ႡႣႠ : Ⴊ : ႿႭႰႨ ႣႠ ႱႾႠჂ ႠႦႠႥႤႰႨ Ⴐ˜Ⴊ ႢႰႨႢႭჃႪႼႫႨႣႨႧ ႱႮႭႬႣႨႩႱႠ ႩႰ˜ႡႣႠ : Ⴊ : ႱႾႭჃႠჂ ႠႦႠႥႤႰႨ Ⴐ˜Ⴊ [- – – – – – – – – – – – – -] [- -]ႡႣႠ | Ⴢ ႣႠ [- – – -] Ⴗ˜Ⴈ ႤႰႨ ႣႠ ႫႭႵႫႤႣႨ : Ⴎ : – † მოწყალებითა ღ(მრ)თისაჲთა, რ(ომე)ლი სცავს ყ(ოვე)ლთა მოშ(ი)შთა მ(ი)სთა და წარუმართ(ე)ბს მოყუარეთა სახელისა მისისათა ყ(ოვე)ლთა ს(ა)ქმეთა კ(ე)თ(ი)ლთა, ამის წ(მი)დისა ს(ა)მ(ე)ბ(ი)სა სარწმუნოვებ(ი)თა და მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მი)დისა დ(ე)დოფლისა ჩ(უე)ნისა ღმ(რთი)სმშობ(ე)ლისაჲთა, მ(ა)დლითა წ(მი)დჲსა ძ(ე)ლისა ცხორებისაჲთა, შეწ(ე)ვნითა და მეოხ(ე)ბ(ი)თა დიდებულისა ნათლისმცემელისაჲთა და ყ(ოვე)ლთა წმიდაჲთაჲთა (!), რ(ომელ)ნი საუკუნითგ(ა)ნ სათნო ეყ(უ)ნ(ე)ს ღ(მერ)თსა. ამათ ყ(ოვე)ლთა წმიდათა სადიდებ(ე)ლ(ა)დ და საქებ(ე)ლ(ა)დ იწყ(ე)ს ღ(მრ)თ(ი)ვ-გუირგუინოს(ა)ნთა მ(ე)ფ(ე)თა ჩ(უე)ნთა შ(ე)ნ(ე)ბ(ა)დ ამის წმიდისასა(!) ს(ა)ყდრისა, რ(აჲ)თა ამას შ(ი)ნა აღესრულებოდიან დღესასწაულნი და შეიმკვებოდიან ჴსენებ(ა)ნი წმიდათანი, ვ(ითარც)ა წერილ-არს: „ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდ(ი)თ“. ამათ ყ(ოვე)ლთა წმიდათა სურვილითა, ამათ დიდებუ(ლ)თა მ(ე)ფ(ე)თა ჩ(უე)ნთა უშურვ(ე)ლყ(უ)ნენ საფ(ა)ს(ე)ნი წარმავ(ა)ლნი წარ(უ)ვალისა მ(ი)სთუის, რ(აჲ)თა იგი ყ(ოველ)ნი წმიდანი შემწ(ე)დ მოიგნენ. და ღ(მერთმა)ნ შ(ეე)წ(იე)ნ ორთავე ცხორებ(ა)თა ძ(ე)თა ღ(მრ)თ(ი)ვკურთხეულისა ადარნესე კურაპალატისათა: ბ(ა)გრ(ა)ტ ერისთავთა ერისთ(ა)ვმ(ა)ნ, დავით მაგისტროსმ(ა)ნ, სამებამ(ა)ნ წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თ(ჳ)სითა და ა(დი)დ(ე)ნ ორთავე ცხოვრებ(ა)თა (!). და მე, გრიგოლ, ღირს-მყო ღ(მერთმა)ნ მსახურებ(ა)სა ამას მ(ა)თსა ღ(მრ)თისა მიმართ, და მე ვიყავ სა(ქ)მესა ზ(ედ)ამ(დ)გომი, და არწმუნა ღ(მერთმა)ნ გონებასა მ(ა)თსა ერთგულობაჲ ჩ(ე)მი, მ(ო)ნისა მ(ა)თისაჲ. ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი, და აზავერთა მექუიშეთაჲ, რ(ომე)ლ წელიწადსა წაეგების: დრამაჲ – კ ათასი; ღუინოჲ – ფ(ისო)სი ჭ; რკინაჲ – ლიტრ(ა)ჲ ნ; ხუარბალი – გრივი სმი; გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რ(ომე)[ლ] [მა]რადის შ(უ)რებოდა – ჲი; ჴ(ა)რი, რ(ომე)ლ ქვასა კრ(ე)ბდა – ლ; ჯორი და სხ(უ)აჲ აზავერი, რ(ომე)ლ გრიგოლწმიდით სპონდიკსა კრ(ე)ბდა – ლ; სხუაჲ აზავერი, რ(ომე)ლ [- – – – – – – – – – – – – -][კრ(ე)]ბდა – ჲ; და [- – – -] ყ(ოველ)ი ერი და მოქმედი – პ.
წარწერა აღმოსავლეთი ფასადის კეხში ჩასმული ანგელოზის რელიეფიდან: [- – – – – – – -] | [- – – – – – – – – -] | [- – – – – – – ] | [- – -] | [- – -] | ႱႠ | ႠႸႤ | ႬႤႡ | ႣႠ – [ად(იდე)ნ ღ(მერთმა)ნ მ(ე)ფჱ ჩ(უე)ნი დ(ავი)თ მაგისტროსი, რ(ომე)ლ ათსა წ(ე)ლ]სა აშენებდა.
წარწერა ვედრების რელიეფთან: Ⴜ˜Ⴍ ႶႧႨႱႫႸႡႪႭ ႣႠ ႼႭ ႬႧႪႨႱႫႺႫႪႭ ႠႣႨ ႣႤႬ ႫႴႬႨ ႹႳႤႬႬႨ | ႢႪႠႾႩႬႨ ႸႬႬႨ ႫႸႬႡႤႪႬႨ ႠႫႨႱ ႼႫႨႣႨႱႠႤႩႪႤႱႠ | ႣႠ ႩႳႠႪႠႣ ႼႠႰႫႰႧႤႬ | ႫႴႧႠ ႹႬႧႠ ႡႢႰႠႲ[-] ႣႠ | ႣႠႥႨႧႱ – წ(მიდა)ო ღ(მრ)თისმშ(ო)ბ(ე)ლო და წ(მიდა)ო ნ(ა)თლისმც(ე)მ(ე)ლო, ადიდენ მ(ე)ფ(ე)ნი ჩუენნი, გლახ(ა)კნი შ(ე)ნნი, მ(ა)შ(ე)ნ(ე)ბელნი ამის წმიდისა ეკლეს(იი)სა და კუალად წარ(უ)მ(ა)რთენ მ(ე)ფ(ე)თა ჩ(უე)ნთა ბ(ა)გრატ[ს] და დავითს.
წარწერა ამავე კომპოზიციის მარცხენა ნაწილზე: Ⴜ. ႫႭႬႠჂ ႶႧႨႱႠჂ ႫႤႴჁ ႹႨ | ႣႠႥႨႧ ႫႠႢႨႱႲႰႭႱႨ Ⴀ|ႣႨႣႤႬ ႶႬ ႭႰႧႠႥႤ ႺႾ|ႭႰႤႡႠႧႠ ႫႸႬႡႪႨ ႠႫႱ ႼႱႠ|ႤႩႪႤႱႨႨႱႠჂ ႠႬ – წ. მონაჲ ღ(მრ)თისაჲ, მ(ე)ფჱ ჩ(უენ)ი, დავით მაგისტროსი ადიდენ ღ(მერთმ)ან ორთავე ცხორებათა, მ(ა)შ(ე)ნ(ე)ბ(ე)ლი ამ(ი)ს წ(მიდი)სა ეკლესიისაჲ, ა(მე)ნ.
წარწერა ამავე კომპოზიციის მარჯვენა ნაწილზე: †. ႫႭႬႠჂ ႶႧႨႱႠჂ ႫႤႴႤჂ ႹႳႤႬႨ | ႡႠႢႰႠႲ ႤႰႨႱႧႠႥႧႤႰႨႱႧႠႥႨ Ⴀ|ႣႨႣႤႬ ႶႫႤႰႧႫႠႬ ႭႰႧႠႥႤ ႺႾႭ|ႰႤႡႠႧႠ ႫႠႸႤႬႤႡႤႪႨ ႠႫႨႱ ႼႫႨႣႨႱႠ|ႤႩႪႤႱႨႨႱႠჂ ႠႫႤႬ – †. მონაჲ ღ(მრ)თისაჲ, მეფეჲ ჩუენი ბაგრატ ერისთავთა ერისთავი ადიდენ ღმერთმან ორთავე ცხორებათა, მაშენებელი ამის წმიდისა ეკლესიისაჲ, ამენ.