პარხალის მონასტერი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
დასახლება: | პარხალი (თანამედროვე სოფ. ბარხალი/ალტიპარმაკი), ართვინის პროვინცია |
მდებარეობა: | თურქეთი, ტაო |
სახელდება: | წმ. იოანე ნათლისმცემლის |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა |
თარიღი/პერიოდი: | ბაზილიკის მშენებლობა დასრულდა 973 წლისათვის |
აღდგენა/განახლება: | X საუკუნის მიწურულს ან XI საუკუნის დასაწყისში ეკლესია ქართლის კათალიკოსს იოანეს უნდა განეახლებინა. ცალკეული განახლებები ივარაუდება XV საუკუნეშიც. ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 2018-1019 წლებში. |
მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |
ეკლესია აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კათოლიკონად. მისი აგება ერთობლივად დაიწყეს ტაოს მმართველმა ძმებმა – ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა და დავით მაგისტროსმა 961 წლიდან. ნაგებობა განასრულა დავით მაგისტროსმა (შემდგომში კურაპალატი) 973 წლისათვის (ამას მოწმობს პარხალის ოთხთავის ანდერძი (ხეც, A-1453)). ეკლესია მრავალმხრივაა საყურადღებო თავისი კარგად დაცული არქიტექტურით, ნაქანდაკევი დეკორით, მოხატულობითა და მრავალრიცხოვანი წარწერებით (მათ შორის ყურადღებას იპყრობს ქვისმთლელი ოსტატების წითელი საღებავით შესრულებული რამდენიმე ათეული ნუსხური წარწერა). მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამწერლობო კერას.