1. /
  2. არქიტექტურა
  3. /
  4. ჩვაბიანი, მაცხოვრის ეკლესია (“მაცხვარ”)

ჩვაბიანი, მაცხოვრის ეკლესია (“მაცხვარ”)

დასახლება: სოფ. ჩვაბიანი, მუჟალის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტი
მდებარეობა: საქართველო, ზემო სვანეთი
სახელდება: მაცხოვრის („მაცხვარ“)
სახეობა: ნაშენი
ტიპი: უგუმბათო ეკლესია, დარბაზული
თარიღი/პერიოდი: X ს.
აღდგენა/განახლება:
მოხატულობის ფენები: სამი ფენა

მოხატულობის პირველი ფენა  მოხატულობის მეორე ფენა  მოხატულობის მესამე ფენა

გალერეა

ეკლესია აგებული და მოხატულია ამროლეანთა გვარის სამი ძმის – ბენდეს, ამროლას და მიქაელის ქტიტორობით, აფხაზთა მეფის (შესაძლოა, ბაგრატ III) ზეობისას და ვახტანგ (ვახდანგ) ერისთავის მმართველობისას. ისტორიულ პირთა სახელები იხსენიება როგორც ფრესკულ წარწერებში (იხ. მოხატულობაში), ასევე ინტერიერშივე შემონახულ გრაფიტზე (ვახდანგ ერისთავის წარწერა), რომლებიც ასევე X საუკუნითაა დათარიღებული.