1. /
  2. არქიტექტურა
  3. /
  4. წრომი, მაცხოვრის ეკლესია

წრომი, მაცხოვრის ეკლესია

დასახლება: სოფ. წრომი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
მდებარეობა: საქართველო, შიდა ქართლი
სახელდება: მაცხოვრის
სახეობა: ნაშენი
ტიპი: გუმბათოვანი ეკლესია, ჩახაზული ჯვარი
თარიღი/პერიოდი: VII საუკუნის 20-30-იანი წლები
აღდგენა/განახლება: XI-XII სს., XVI ს.
მოხატულობის ფენები: ერთი ფენა

მოხატულობა

გალერეა

ეკლესია აიგო წმ. პირველმოწამე რაჟდენის წამებისა და მისი თავდაპირველი დაკრძალვის ადგილას. ნაგებობა არაერთხელ დაზიანდა და აღდგა; 1940 წლის მიწისძვრამ XVI საუკუნეში აღმართული გუმბათიდან დარჩენილი ფრაგმენტი მთლიანად ჩამოშალა; 1949, 1959, 1974-1975, 2020 წლებში ნაგებობას რესტავრაცია ჩაუტარდა.

სააღმშენებლო ლაპიდარული წარწერა შესრულებულია სამხრეთ ფასადზე: Ⴜ˜Ⴍ Ⴄ˜ႩႠႭ | Ⴑ˜ႴႦ ႢႡႠႨ | Ⴘ˜Ⴄ – წ(მიდა)ო ეკ(ლესი)აო, ს(ტე)ფ(ანო)ზ ჳბა(ტოს)ი შ(ეიწყალ)ე.  მკვლევართა ნაწილის აზრით, წარწერაში ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II უნდა იხსენიებოდეს და ეკლესიის აგებასაც მის სახელს უკავშირებენ.