ტბეთი, წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძარი
დასახლება: | ტბეთი (თანამედროვე ჯევიზლი), ართვინის პროვინცია |
მდებარეობა: | თურქეთი, შავშეთი |
სახელდება: | წმ. მოციქულთა; გვიანი შუა საუკუნეებიდან – წმ. გიორგის |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, თავისუფალი ჯვარი |
თარიღი/პერიოდი: | 918/960 წწ. |
აღდგენა/განახლება: | 960 წ.; X საუკუნის მიწურული; XI საუკუნის 20-იანი წლები (1028 წლამდე); XIII, XIV, XVI სს. |
მოხატულობის ფენები: | ორი ფენა |
ერისთავთერისთავ აშოტ კუხის მიერ, 918 წლისათვის დაფუძნებული საეპისკოპოსო საყდრის ადგილას 960-იან წლებში რვასეგმენტიანი ეკლესია უნდა აეგოთ, რომელსაც X საუკუნის მიწურულისთვის უკვე თავისუფალ ჯვარს მიმსგავსებული ფორმის ტაძრად გადააკეთეს; ამ ეკლესიის კედლები 1028 წლამდე ნაწილობრივ ახალი პერანგით შეუმოსავთ. ტაძარი საგრძნობლად გადაკეთდა მოგვიანო საუკუნეებში: XIII საუკუნეში აღადგინეს სამხრეთი მკლავი; XIV საუკუნეში – გუმბათი; XVI საუკუნეში, 1527 წლისათვის აიგო სამრეკლო. ეკლესია ძლიერ დაზიანდა 1961 წლის აფეთქებისას: დაინგრა გუმბათი, მკლავების ზედა მონაკვეთები. ამჟამად ტაძარში დაწყებულია არქეოლოგიური გათხრები.