1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. არმაზი, წმ. გიორგის ეკლესიის...

არმაზი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: არმაზი, წმ. გიორგის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: 864 წ.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ინტერიერის ცალკეული მონაკვეთები გაფორმებული იყო ანიკონური დეკორით, რომლისგანაც ამჟამად მცირე ფრაგმენტები შემორჩა.

 

საკურთხეველი

საკურთხევლის მოხატულობა ერთიანად არის წარხოცილი. ბათქაშის მცირე ნაშთები შემორჩა კონქის ჩრდილოეთი ქანობის ქვედა ნაწილში, რელიეფური კაპიტელის ზემოთ; მასზე ფერწერის კვალი არ ჩანს.

 

კანკელი

მოხატულია ეკლესიის ხუთმალიანი კანკელი; ეკლესიის ხუთმალიანი კანკელის არქიტრავზე სამი უწვერული ჭაბუკის მკერდამდე ფიგურაა წარმოდგენილი. ამ გამოსახულებათა გაიგივებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ივარაუდება, რომ აქ უნდა გამოესახათ წმინდა მეომრები, წმინდა სამება, ან ბიბლიური სიუჟეტი – სამი ყრმა ცეცხლოვან სახმილში.

კანკელის რელიეფურად გამოყვანილ თაღებს წითელი ფერის ფართო ზოლები და წერტილების რიგები გადაუყვება; ქვედა ფილებზე წითელი ფერითვე გამოსახულია შვეულად ოდნავ დაგრძელებული და ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვრები, რომლებიც სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული. კანკელის ექვსწახნაგა სვეტების წახნაგები მონაცვლეობითაა დაფარული წითელი და თეთრი საღებავით. იგივე ფერებით არის გაფორმებული კაპიტელებიც.

 

დარბაზი

დარბაზის ცალკეული მონაკვეთები ფერებით გაუფორმებიათ – სამხრეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლები წითელი და მოყვითალო-თეთრი ფერის სწორკუთხა ლაქების მონაცვლეობით იყო შემკული; გუმბათქვეშა საყრდენების წახნაგები რიგრიგობით არის შეფერილი წითლად და თეთრად, გოგრისებრი ფორმის კაპიტელების ღარებში და მათ ზემოთ, გუმბათქვეშა კონსტრუქციებზე არსებულ ჭდეებში კი წითელი ფერი იყო ჩასხმული.


ბიბლიოგრაფია

რენე შმერლინგი, “საქართველოს უძველეს ფრესკულ მოხატულობათა დათარიღების საკითხისათვის”, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის VIII სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები (თბილისი, 1954), 11.

Рене Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии (Тбилиси, 1962), 244-6.

Татьяна Шевякова, “К вопросу о возникновении и характере фресковых росписей в Грузии VIII-IX вв.”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე 1 (1962), 257.

Русудан Меписашвили, Вахтанг Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида Картли (Тбилиси, 1975), 20-1.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 7-8.

ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008), 102-3.