ახიზა, საკათედრო ტაძრის მოზაიკა
ნაგებობა: | ახიზა, საკათედრო ტაძარი |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | V-VI სს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
საარქივო მასალების მიხედვით ცნობილია, რომ ახიზის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში არსებობდა ღმრთისმშობელი-ორანტას მოზაიკური გამოსახულება. ამასთანავე, უცნობი რჩება, გამოსახულება კონქში იყო წარმოდგენილი თუ ვედრება-თეოფანიის კომპოზიციის ნაწილს წარმოადგენდა. მოზაიკიდან დარჩენილი სმალტის ნაშთები, ისევე როგორც სამი ანტეფიქსი, გასული საუკუნის დასაწყისში წამოიღეს ახიზადან თბილისში; ამჟამად მოზაიკის კენჭები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (საინვენტარო ნომერი A-1440).
ბიბლიოგრაფია
შალვა ამირანაშვილი, „ქართული კედლის მხატვრობის დასურათებული დედნის ფრაგმენტები“, კრებულში: არილი, პროფესორ ივანე ჯავახიშვილისადმი მისი სამეცნიერო მოღვაწეობის 25 წლის თავზე (1900-1925) მიძღვნილი კრებული (თბილისი, 1925), 33.
ზაზა სხირტლაძე, “ახიზის ეკლესიისა და მისი მოზაიკის გამო“, ლიტერატურა და ხელოვნება 3 (1991), 154-60.
ვახტანგ ჯობაძე, ადრეული შუა საუკუნეების მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში (თბილისი, 2007), 38.
Zaza Skhirtladze, “The Apse Decoration of the Akhiza Cathedral: Documents and Materials in the Museum of Georgia”, Anatolian Studies 59 (2009), 139-40.