1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გოსტიბე, წმ. სამების ეკლესიის...

გოსტიბე, წმ. სამების ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გოსტიბე, წმ. სამების ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X-XI სს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

აგების შემდგომ, მოგვიანოდ, ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შეულესავთ; ამჟამად ბათქაშის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია, რის შედეგადაც გამოჩნდა ნალესობის გარეშე, უშუალოდ კედელზე შესრულებული ჯვრის გამოსახულებები. აპოტროფული მნიშვნელობით გამოსახული ჯვრები, როგორც ჩანს, ასევე ეკლესიის შემკულობის ერთიან მხატვრულ დეკორს ქმნიდა – ფასადებსა და ინტერიერში ქვაში გამოკვეთილ რელიეფურ ჯვრებთან ერთად, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, წითელი საღებავითაა დაფერილი.

 

დარბაზი

ამჟამად ჯვრის ფერწერული გამოსახულებები მხოლოდ ეკლესიის ინტერიერის სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩა, თუმცა 1970-იან წლებში გაირჩეოდა ჯვრის გამოსახულება ჩრდილოეთ კედელზეც, რომელიც სამხრეთით მდებარე ჯვრის პირისპირ, მის სიმეტრიულად ყოფილა წარმოდგენილი (შესაძლოა, კარის თავზე).

სამხრეთი კედელის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, იატაკიდან 130 სმ. სიმაღლეზე მოზრდილი (60 სმ სიმაღლის), ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული, ჯვარია გამოსახული. ჯვრის გამომყვანი წითელი საღებავის მონასმი ნაწილობრივ გადასულია წყობის ქვის გარშემო არსებულ ბათქაშზეც. ჯვრის ადგილი საგანგებოდაა შერჩეული – ის არა კედლის ცენტრში, არამედ აღმოსავლეთ მონაკვეთზეა განთავსებული, რათა ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარიდან ინტერიერში შემსვლელს პირდაპირ დაენახა.

დასავლეთი კედელის ცენტრში თანაგვარი გამოსახულება იყო წარმოდგენილი, ისიც იატაკის დონიდან 130 სმ სიმაღლეზე.


ბიბლიოგრაფია

Русудан Меписашвили, “Памятники архитектуры X-XI веков в сел. Кабери и Гостибе“, Ars Georgica 8-A (1979), 57, рис. 353.

კაცია გიორგობიანი, გურამ ჭეიშვილი, “წმ. სამების ეკლესია“, წიგნში: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 5 (თბილისი, 1990), 151.