დუმეილა, ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა
ნაგებობა: | დუმეილა, ღმრთისმშობლის ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | IX ს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
ნალესობის ფრაგმენტები ეკლესიის ინტერიერს მხოლოდ საკურთხეველში შემორჩა.
კონქში წითელი ფერის კონტურული ნახატი ქვის რიგებს მიუყვება და წყობის იმიტაციას ქმნის. როგორც ჩანს, საკურთხევლის ფერწერულ შემკულობას ქმნიდა მხოლოდ კონქში შესრულებული, გრაფიკულად დატანილი ანიკონური დეკორი – პერანგის ნაკერებს გაყოლებული ნახატი, რომელიც ქვის პერანგის იმიტაციას წარმოადგენს.
ბიბლიოგრაფია
ირინე მირიჯანაშვილი, “სოფელ დუმეილას “ღვთისმშობლის” ეკლესია“, ძეგლის მეგობარი 3 (1987), 32.
დევი ბერძენიშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: I] (თბილისი, 2000), 128.
გიორგი მარსაგიშვილი, “დუმეილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია“, წიგნში: ვალერი ასათიანი რედ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (თბილისი, 2013), 626.