თხოთის წმ. ნინოს ეკლესიის მოხატულობა
ნაგებობა: | თხოთის წმ. ნინოს ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | X-XI სს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
ეკლესიის ინტერიერი შემკული იყო მოხატულობით. ამჟამად მცირე ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხეველში შემორჩა.
საკურთხეველი
კონქში გამოსახულია საყდარზე მჯდომი ქრისტეს ფიგურა; საკონქო კომპოზიციას ქვემოთ მიუყვებოდა ორნამენტი, რომელიც ამჟამად ცუდად გაირჩევა. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის წირთხლებსა და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან.
ბიბლიოგრაფია
Рене Шмерлинг, Теимураз Барнавели, “Храм Нино-Цминда на горе Тхоти”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 6 (1963), 155-67.
ნუგზარ ანდღულაძე, გურამ ჭეიშვილი, “ნინოწმინდის ეკლესია,” წიგნში: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 5 (თბილისი, 1990), 138.