1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. მრავალძალი, წმ. გიორგის ეკლესიის...

მრავალძალი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: მრავალძალი, წმ. გიორგის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის დასაწყისი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

თავდაპირველი ეკლესიის ინტერიერი მთლიანად ყოფილა შელესილი და მოხატული. მხატვრობა ამჟამად დაღუპულია. მოხატულობის შესახებ მასალები მოიპოვება XIX საუკუნის მიწურულის და XX საუკუნის პირველი ნახევრის პუბლიკაციებში.

 

საკურთხეველი

კონქში წარმოდგენილი იყო ვედრება: ცენტრში გამოსახულია აღსაყდრებული მაცხოვარი კურთხევად შემართული მარჯვენით და გადაშლილი წიგნით მუხლზე (იოანე 8:12); მის გვერდით, მარჯვნივ – ღმრთისმშობელი, ხოლო მარცხნივ – წმ. იოანე ნათლისმცემელი. მავედრებლების გვერდით, კონქის კიდეებზე, ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, გამოსახული ყოფილა თითო ფიგურა, სავარაუდოდ – წმინდა მთავარანგელოზები.

 

დარბაზი

დარბაზში წარმოდგენილი საუფლო დღესასწაულთა ციკლიდან, 1990-იანი წლების დასაწყისამდე, შემორჩენილი იყო ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახული შობის კომპოზიციის ფრაგმენტი. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ეკლესიის მოხატულობაში, ასევე წარმოდგენილი ყოფილა წმ. გიორგის ცხოვრების ციკლი.


ბიბლიოგრაფია

სიმონ სხირტლაძე, “რაჭის მატერიალური კულტურის უძველესი ძეგლი“, საბჭოთა ხელოვნება 4 (1960), 55-9.

ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში. 1919 და 1920 წწ. (თბილისი, 1963), 56-4; გადაბეჭდილია – ექვთიმე თაყაიშვილი, თხზულებანი 4 (თბილისი, 2017), 310.

ზაზა სხირტლაძე, “მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია“, ძეგლის მეგობარი 60 (1982), 40-9.