1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. მცხეთა, წმ. ჯვრის დიდი...

მცხეთა, წმ. ჯვრის დიდი ეკლესიის მხატვრობა. პირველი ფენა

ნაგებობა: მცხეთა, წმ. ჯვრის დიდი ეკლესია
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: VII საუკუნის დასაწყისი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

წმ. ჯვრის ეკლესიის საკურთხეველში თავდაპირველი მოხატულობის კვალი არ შემორჩენილა. მიუხედავად ამისა, მიჩნეულია, რომ საკურთხევლის კონქს თავდაპირველადვე ამკობდა მოზაიკა, რომელიც არაბთა შემოსევის დროს დაზიანებულ და გუმბათჩამოქცეულ ეკლესიაში თანდათანობით წარიხოცა. ეკლესიის საკურთხეველში მოზაიკური შემკულობის არსებობის დამადასტურებლად სახელდება წმ. ჯვრის მცირე ეკლესიის მაგალითი, სადაც, საკურთხევლის სატრიუმფო თაღზე XX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მოზაიკის ნაშთი.


ბიბლიოგრაფია

გიორგი ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია I (თბილისი, 1936), 96-7.

Георгий Чубинашвили, Памятники типа Джвари (Тбилиси, 1948), 12.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 120.

ნუგზარ ანდღულაძე, “მცხეთის ჯვარი”, წიგნში: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5 (თბილისი, 1995), 249-50.

Zaza Skhirtladze, “Early Medieval Georgian Monumental Painting: Establishment of the System of Church Decoration”, Oriens Christianus 81 (1997), 169-70.