1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ნესგუნი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა....

ნესგუნი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა

ნაგებობა: ნესგუნი, მაცხოვრის ეკლესია ("მაცხვარ")
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: IX-X სს.
ქტიტორ(ებ)ი: ბეშქენი (ბეშგენი)
ოსტატ(ებ)ი: გიორგი
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

ეკლესიის საკურთხევლში, აფსიდის თითქმის მთელ სიგრძეზე შემოყვება ფრესკული წარწერა, სადაც საკურთხევლის მხატვარი გიორგი და ქტიტორი ბეშქენი იხსენიება: Ⴕ ႱႠႾႤႪႨႧႠ Ⴖ˜ႧႨ[- -]ჂႧ[-] ႣႠ ႫႭႫႠႣႪႤႡႨႧႠ Ⴜ˜ႣႨႱႨႠ ႫႠႺ[-]ႭႥႰႨႱႠჂႧႠ [-]Ⴄ ႡႤႸႵႤႬ ႫႭႥႼႤႰႤ Ⴜ˜Ⴢ ႤႱႤ ႱႠႩႳႰႧႾႤႥႤႪႨ ႮႳႰႨႧႠ ႣႠ ႴႠႱႨႧ||Ⴀ ႹႤႫႨႧႠ ႱႠႪႭႺႥႤႪႠႣ ႧႠႥႨႱႠ ႹႤႫႨႱႠ ႣႠ ႫႭႱႠჄႱႤႬႤႡႤႪႠႣ ႫႸႭႡႤႪႧႠ ႹႤႫႧႠ Ⴑ˜ႪႨႱႠႧႳႨႱ ჄႤႪႨႧႠ Ⴂ˜ႨႱႠႧႠ [- – – – – – – – – -] Ⴇ˜Ⴀ ႫႠႨႱႠ Ⴀ˜Ⴌ – ქ. სახელითა ღ(მრ)თისაჲთა და მომადლებითა წ(მი)დისა მაცხოვარისაჲთა მე, ბეშქენ, მოვწერე წ(მიდა)ჲ ესე საკურთხეველი პურითა და ფასითა ჩემითა, სალოცველად თავისა ჩემისა და მოსაჴსენებელად მშობელთა ჩემთა ს(უ)ლისათუის, ჴელითა გ(იორგ)ისითა, [ქ(რონი)კ(ო)ნსა [- – – – -], თ(უე)სა მაი(ს)სა; ა(მე)ნ (სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), II, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ (თბილისი, 1988), 67-8).

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ნესგუნის მაცხოვრის ეკლესიაში თავდაპირველად მხოლოდ საკურთხეველი მოუხატავთ.

 

საკურთხეველი

კონქში წარმოდგენილია უფლის დიდების სამფიგურიანი კომპოზიცია – აღსაყდრებული მაცხოვრის ორივე მხარეს ფრონტალურად მდგომი წმინდა მთავარანგელოზები არიან გამოსახულნი სრული ტანით (კონქის კომპოზიცია ფრაგმენტულად შემორჩა).

მეორე რეგისტრში, ქრისტეს კვარცხლბეკის უშუალო კიდესა და სარკმელს შორის, ცენტრში, მედალიონში ჩაწერილი ღმრთისმშობელი-ოდიგიტრია არის წარმოდგენილი; ყრმა იესოსკენ მიმართული დედაღმრთისა შარავანდის გარეშეა გამოსახული. დედის კალთაში ფრონტალურად მჯდომ მაცხოვარს მარცხენა ხელში დახვეული გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა ხელით კი დედას ეალერსება; ღმრთისმშობლის გარშემო მოციქულთა ექვს-ექვსი ფრონტალური, მთლიანი ფიგურაა განლაგებული (საკურთხევლის ჩრდილოეთი მონაკვეთის ფიგურები დიდწილად წარხოცილია).

სატრიუმფო თაღის შიდა პირზე ცენტრში მედალიონში ჩაწერილი ჯვარია, მის ორივე მხარეს ხუთ-ხუთი წინასწარმეტყველის მედალიონში ჩასმული მკერდამდე გამოსახულებაა.


ბიბლიოგრაფია

ტატიანა შევიაკოვა, “ნესგუნის (ზემო სვანეთი) ეკლესიის მხატვრობის თარიღის საკითხისთვის”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე XXIII1 (1959), 115-20.

Рене Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии (Тбилиси, 1962), 228.

Татяна Шевякова, “К вопросу о возникновении и характере фресковых росписей в грузии VIII-IX вв.”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე 1 (1962), 262-3.

ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი II: დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (I-XIII სს.), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ (თბილისი, 1980), 98.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Роспись художника Тевдоре в верхней Сванети (Тбилиси, 1983), 13-5.

Натела Аладашвили, “Композиции алтарной конхи в церках Сванети”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983), 3.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 78-9.

მარინე ყენია, “ადრეულ ქართულ მოხატულობათა პროგრამების თავისებურებათა გამო”, საქართველოს სიძველენი 11 (2007), 46.