1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ჟალეთი, წმ. გიორგის ეკლესიის...

ჟალეთი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა

ნაგებობა: ჟალეთი, წმ. გიორგის ეკლესია
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: VIII-IX სს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

საკურთხეველი

საკურთხევლის კამარის ცენტრალურ ნაწილში ფრაგმენტულად განირჩევა თეთრი ფერის ფონზე დატანილი სადა, წითელი შეფერილობის ხაზები, რომელთა მსგავსიც დარბაზის კამარის რამდენიმე მონაკვეთზეც შემორჩა. ამ ფრაგმენტების გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება ეკლესიის ინტერიერის შემკულობის თავდაპირველი სახის აღდგენა. ფერწერულ დეკორს ქმნიდა წითელი ფერით დატანილი გრძივი, პარალელური ზოლები, რომელთა შორისაც შვეულად დატანილი იყო მოკლე ხაზები – ამგვარი გზით იქმნებოდა მართკუთხა ფორმების რიგები, რითაც, თავის მხრივ, გადმოცემული უნდა ყოფილიყო ქვის წყობის იმიტაცია.


ბიბლიოგრაფია

Татяна Шевякова, “К вопросу о возникновении и характере фресковых росписей в грузии VIII-IX вв.”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე 1 (1962), 259, ტაბ. 15.

ნიკოლოზ  ქადეიშვილი, ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი (თბილისი, 1964), 41.