1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ჟალეთი, წმ. გიორგის ეკლესიის...

ჟალეთი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა. მეორე ფენა

ნაგებობა: ჟალეთი, წმ. გიორგის ეკლესია
მოხატულობის ფენა: მეორე ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

მეორე ფენის მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხეველში დასტურდება.

 

საკურთხეველი

საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთ თავანზე შემორჩენილია ბათქაშის მოზრდილი ფრაგმენტი ფერწერული ფენით. ნალესობა ფერითურთ გრძელდება მოგვიანო პერიოდის ამოქოლილი მონაკვეთის ქვეშ. იმავე ფერწერულ ფენას უნდა ეკუთვნოდეს  სარკმლის თაღთან არსებული ფრაგმენტიც, რომელზეც დარჩენილია ლაჟვარდის ფერი. ფრაგმენტების ფერადოვანი გადაწყვეტა სავარაუდოს ხდის, რომ ისინი X-XI საუკუნეების მოხატულობის ფენას უნდა ეკუთვნოდეს.


ბიბლიოგრაფია

Татяна Шевякова, “К вопросу о возникновении и характере фресковых росписей в грузии VIII-IX вв.”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე 1 (1962), 259.

ნიკოლოზ ქადეიშვილი, ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი (თბილისი, 1964), 41.