უჯარმა, ჯვარპატიოსანის ეკლესიის მოხატულობა
ნაგებობა: | უჯარმა, ჯვარპატიოსანის ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | IX-X სს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
საკურთხეველი
ზედა ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის თაღში გაირჩევა სინგურით შესრულებული გრძივი თარაზული ზოლი, რომელიც მოკლე შვეული ხაზებით არის დაყოფილი და ერთგვარ უწყვეტ, ჯვრისებრ წნულს ქმნის. მსგავსი სახის ფრაგმენტები შემორჩა საკურთხევლის სხვა არეებზეც, სახელდობრ, სარკმლის მარჯვნივ, მის მიმდებარე მონაკვეთზე. ეს გარემოება სავარაუდოს ხდის, რომ ეკლესია ანიკონური დეკორით იყო შემკული და იგი სულ მცირე საკურთხეველს სრულად ამკობდა.
ბიბლიოგრაფია
მოხატულობა გამოქვეყნებული არ ყოფილა.