1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ფავნისი, წმ. გიორგის ეკლესიის...

ფავნისი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა

ნაგებობა: ფავნისი, წმ. გიორგის ეკლესია
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესიის პირველი ფენის მოხატულობიდან მცირე ნაშთებია შემორჩენილი დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელებზე.

 

დარბაზი

ჩრდილოეთი კედლის  პირველ რეგისტრში, მოხატულობა მხოლოდ ფერადი ლაქების სახით იკითხება. კომპოზიციის გარჩევა ვერ ხერხდება.

სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია  გრაფიკულად შესრულებული, შავი კონტურით შემოსაზღვრული შარავანდმოსილი, ლოცვად შემართული, ხელებგაშლილი მამაკაცის ნახევარფიგურა; მას სავარაუდოდ,  მარჯვენა ხელში საცეცხლური უჭირავს, მარცხენა ხელში კი – დროშა. გამოსახულება ზოგადი ხასიათისაა. წრიული ფორმის ღაწვები  წითელი ფერის საღებავით არის დაფერილი, ხოლო სამოსი – მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფერით.


ბიბლიოგრაფია

Екатерина Привалова, Павниси (Тбилиси, 1977), 183.

Татьяня Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья в Грузии (Тбилиси, 1983), реп. 120.