1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ქურაში, წმ. გიორგის ეკლესიის...

ქურაში, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა

ნაგებობა: ქურაში, წმ. გიორგის ეკლესია ("ჯგრაგ“)
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ქურაშის ეკლესიის ინტერიერი X საუკუნის მიწურულს მთლიანად უნდა მოეხატათ. ამჟამად თავდაპირველი მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხეველში და დარბაზის კამარაზე შემორჩა.

 

საკურთხეველი

კონქში ვედრების სამფიგურიანი კომპოზიციაა წარმოდგენილი. მაცხოვრის მონუმენტური ნახევარფიგურისადმი მეოხად წარმდგარი ღმრთისმშობელი და წმ. იოანე ნათლისმცემელი სრული ტანით გამოუსახავთ, ამის გამო სცენა კონქს სცდება და საკურთხევლის კედლების ზედა არესაც მოიცავს. ფრთის ფრაგმენტები, რომელიც მაცხოვრისა და წინამორბედის ფიგურებს შორის განირჩევა, ცხადყოფს, რომ  სცენაში მრავალფრთედთა გამოსახულებებიც იყო ჩართული.

 

დარბაზი

დარბაზის კამარაში მოხატულობის პირველი ფენისგან შემორჩენილი ბათქაშისა და საღებავის ფრაგმენტების მიხედვით, ერთ დროს იქ არსებული გამოსახულებების თაობაზე მსჯელობა ამჟამად შეუძლებელია; ამასთანავე, შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ცხადი ხდება, რომ ეკლესიის ინტერიერი თავდაპირველად სრულად უნდა ყოფილიყო მოხატული.


ბიბლიოგრაფია

ნინო კიტოვანი, “ზემო სვანეთის სოფელ ქურაშის წმ. გიორგის კედლის მხატვრობის შესახებ“, საქართველოს სიძველენი 21 (2018), 86-107.