1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ჩვაბიანი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა....

ჩვაბიანი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: ჩვაბიანი, მაცხოვრის ეკლესია ("მაცხვარ")
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: ამროლეანთა გვარის ძმები – ბენდე, ამროლა და მიქაელ; ლაზარე მამასახლისი
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

საქტიტორო ფრესკული წარწერა შესრულებულია ეკლესიის ინტერიერში, სატრიუმფო თაღის ქვემოთ, სამხრეთი (მარჯვენა) კაპიტელისა და პილასტრის შიდა პირზე (მეცამეტე სტრიქონის შემდგომ ტექსტი წარხოცილია):

Ⴕ ႱႠႾ[-]ႪႨႧႠ ႶႧႨႱႠ|ჂႧ[-] ႹႬ ႠႫႰႭႪႤႠႬႧႠ | Ⴑ[-]ႫႧႠ ႻႫႠႧႠ ႡႤႬႣႤႱ || ႠႫႰႭႪႠႱ ႣႠ ႫႨႵႠႤႪႱ ႫႭ|ႢႳႺႠ ႻႠႪႨ ႶႬ ႳႫႿႭႡႤ|ႱႠႣ ႫႠႫႧႠ ႹႬႧႠჂႱႠ | ႣႠ ႠႶႥႠႸႤႬႤႧ ႼჂ ႤႱႤ | ႤႩႪႤႱႨႠჂ ႱႠႪႭႺႥႪ[-] | ႱႳႪႨႱ[-] ႹႬႨႱႠ ႣႠ ႫႭ[-]|ႼႤႰ[- -] ႦႤႭ[-]ႠႱႠ […] | ႠႴႾႦႧႠ ႫႤႴႨႱႠ ႵႤ Ⴀ[-]|[-]Ⴃ[-] ႤႰႨႱႧႠႥႭႡႠႱႠ | […]ႱႱႠ ჀႴႠႰႠႥ[- -]Ⴌ [- – – -]ႧႨ [- – -]ႠႸႤႬ[- -]|[-]Ⴊ[- -][…] – ქ სახ[ე]ლითა ღ(მრ)თისაჲთ[ა] ჩ(უე)ნ, ამროლეანთა, ს[ა]მთა ძმათა ბენდეს, ამროლას და მიქაელს, მოგუცა ძალი ღ(მერთმა)ნ უმჯობესად მამ(ა)თა ჩ(უე)ნთაჲსა და აღვაშენეთ წ(მიდა)ჲ ესე ეკლესიაჲ, სალოცვ(ე)ლ(ა)[დ] სულის[ა] ჩ(უე)ნისა, და მო[ვ]წერ[ეთ] ზეო[ბ]ასა […] აფხ(ა)ზთა მეფისა, ქ(რისტ)ე, ა[დი]დ[ე]; ერისთავობასა […]სსა, ჰფარავ[დი]ნ [მათ ღ(მერ)]თი [და მ]აშენ[ებე]ლ[ნი][…] (სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), II, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ (თბილისი, 1988), 63).

ლაზარე მამასახლისი იხსენიება ეკლესიის ინტერიერში, კონქის სამხრეთ (მარჯვენა) კიდეში, კაპიტელის თავზე არსებულ წარწერაში:

[- -]ႠႾႤႪႨႧ ႶႧႨႱჂႧႠ | [- – -]ႠႱႾႪႨႱႭႡႠႱႠ ႪႦႰႤ|[-]Ⴀ ႠႤႸႤႬႠ ႼჂ ႤႱႤ ႤႩႪႤ[- – -]Ⴢ ႣႠ ႫႨႱႱႠႥႤ ႦႤႭႡႠ[-]Ⴀ ႫႭႨႼႤႰႠ ႵႤ ႸႤႳႬႣႥ|[- -] ႱႳႪႱႠ ႫႨႱႱႠ ႺႭႣႥႠ|[-]Ⴈ ႣႠ ႫႠႰႿႳႤႬႨႧ ႸႬႱႠ | [- -]ႰႱ ႷႠႥ ႣႶႤႱႠ ႫႠႱ ႢႬ|[- -]ႧႾႥႨႱႠႱႠ ႠႬ – [ქ ს]ახელით(ა) ღ(მრ)თის(ა)თა, [მამ]ას(ა)ხლისობასა ლ(ა)ზ(ა)რესა აეშენა წ(მიდა) ესე ეკლე[სია] და მისსავე ზეობა[ს]ა მოიწერა; ქ(რისტ)ე, შეუნდვ[ენ] სულსა მისსა ცოდვა[ნ]ი და მარჯუენით შ(ე)ნსა [ღი]რს ყავ დღესა მას გ(ა)ნ[კი]თხვისასა; ა(მე)ნ (სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), II, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ (თბილისი, 1988), 65).

კიდევ ერთ, კონქის ჩრდილოეთ (მარცხენა) კიდეში, კაპიტელის მაღლა შესრულებულ წარწერაში ამროლა იხსენიება: Ⴜ ႳႭ ႨႳ ႵႤ ႫႴႪႭႡ[- – – – -]ႧႠ[- -] | ႱႳႴႤႥႠႧႠ ႺႾ[- – -] ႣႠ ႠႺ|ႾႭႥႬႤ ႭႰႱႠႥႤ [- – – -] ႺႾႭႥ|ႰႤႡႠႱႠ ႡႤႭ[- – – – -]Ⴄ Ⴐ˜Ⴊ [-]Ⴋ|ႰႭႪႠ] ႸႬ ႡႠ[- – – – -] | [-]Ⴀ ႸႤႳႬ|ႣႤ ႱႳႪႱႠ ႫႠႧ[- – -] ႶႨႰ Ⴗ[-]Ⴅ | ႫႠႰႿႳႤႬႨႧ ႸႬႱ[-] ႣႶႤႱႠ ႫႱ ႢႬႩႨႧႾႥႨႱႠႱႠ ႠႬ – წ უ(ფალ)ო ი(ეს)უ ქ(რისტ)ე, მფლობ[ელო ორ]თა[ვე] სუფევათა ცხ[- – -] და აცხოვნე ორსავე [შინა] ცხოვრებასა(!) ბეო [- – – – -] ე რ˜ლ [ა]მროლა] შ(ეიწყალე)ნ ბა[- – – – -] [დ]ა შეუნდე სულსა მათ[სა და]ღირ(ს) ყ[ა]ვ მარჯუენით შ(ე)ნს[ა] დღესა მ(ა)ს გ(ა)ნკითხვისასა; ა(მე)ნ (სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), II, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ (თბილისი, 1988), 66).

მოხატულობის გაწმენდის შემდგომ უფრო კარგად გამოჩნდა მოცემული სამი წარწერის ქვეშ არსებული გრაფემები; ეს სამი პალიმფსესტური წარწერა, როგორც ჩანს, შესრულდა უკვე არსებულ წარწერაზე, რომელიც ზემოდან ჯერ შავი ფონით დაიფარა; გაბმული ტექსტი იკითხება მხოლოდ მესამე („ამროლას“) წარწერის ქვედა ფენაზე:

[…] ႱႠႣႭ […] |  […] ႣႠ ႸႥႨႪႬႨ Ⴋ[- – – -] […] | […]ႪႱ[- – -]Ⴋ[…] – […] სადო […] და შვილნი მ[ათნი] […] ლს[- – -]მ[…] (სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), II, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ (თბილისი, 1988), 67).

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

თავდაპირველად მოიხატა მხოლოდ საკურთხეველი; მოგვიანოდ, სავარაუდოდ, XVIII-XIX სს.-ში აფსიდის მეორე რეგისტრი ხელმეორედ გადაიწერა.

 

საკურთხეველი

აფსიდში წარმოდგენილია უფლის დიდების გავრცობილი, ორრეგისტირანი კომპოზიცია. კონქში რამდენიმეშრიან, წრიულ მანდორლაში ჩასმული აღსაყდრებული მაცხოვარი მაკურთხეველი მარჯვენით და მარცხენა ხელში გადაშლილი სახარებით (ოთხთავზე ტექსტის სტანდარტული ციტატაა (იოანე 8:12)) კომპოზიციის ცენტრშია გამოსახული. კონქის საჭექში ცის სეგმენტიდან გამომავალი სხივი და მაკურთხეველი მარჯვენაა გამოსახული. მაცხოვრის მანდორლის გარშემო მთავარანგელოზთა და სხვა ზეციურ ძალთა კრებულია წარმოდგენილი. ქრისტეს მანდორლის ზემოთ, მის ორ მხარეს, გამოსახულია მფრინავ ანგელოზთა წყვილი; კომპოზიციის კიდეში არიან წმინდა მთავარანგელოზები – სრული ტანით, ფრონტალურად მდგომნი, ხელში სფეროთი და ლაბარუმით. მაცხოვარსა და მთავარანგელოზებს შორის ცეცხლოვან ეტლზე მსრბოლი ექვსფრთედისა (ჩრდილოეთით) და ოთხხატედის (სამხრეთით) გამოსახულებებია ჩაწერილი. ქრისტეს მანდორლასა და მრავალფრთედებს შორის, სამხრეთით და ჩრდილოეთით, სერაფიმთა ჰიმნის შინაარსის ტექსტებია შესრულებული: Ⴜ˜ႰႱ | ႼႰႱ | Ⴜ˜ႰႱ | [- -] ႱႠ|[- -]ႭႧ – წ(მიდა ა)რს  წ(მიდა ა)რს წ(მიდა ა)რს [უ(ფალ)ი] სა[ბა]ოთ; [- – -] | [- – -] | [- – -] | [- – – – -] | [- -]ႭႧ – [წ(მიდა ა)რს წ(მიდა ა)რს წ(მიდა ა)რს უ(ფალ)ი საბა]ოთ (ესაია 6:3). ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა ხილვის მიხედვით შედგენილი ეს კომპოზიცია წარმოდგენილია ვარსკვლავიანი ცის ფონზე, კონქის ზედა ნაწილის ორ მხარეს მზისა და მთვარის გამოსახულებებით.

საკურთხევლის კომპოზიციის მეორე რეგისტრი უკავია მოციქულის თორმეტ ფიგურას, რომლებიც სარკმლის ორ მხარეს თანაბრად არიან განაწილებულნი. მოციქულები წარმოდგენილნი არიან სრული ტანით, მაკურთხეველი მარჯვენით და მეორე ხელში დახურული კოდექსით ან გრაგნილით; მათ შორის უჩვეულოდაა წარმოდგენილი წმ. იოანე მახარებელი, რომელსაც ორივე ხელი ქსოვილით აქვს დაბურვილი და ზედ უდევს გადაშლილი კოდექსი წარწერით (ტექსტი იოანე 1:1-ია). სარკმლის მარცხნივ, ჩრდილოეთით პირველი წმ. მოციქული პავლეა (ႼჂ | […] – წ(მიდა)ჲ [პავლე]); მის გვერდით წარმოდგენილნი არიან წმ. მათე (ႼჂ | ႫႠ[- -] – წ(მიდა)ჲ მა[თე]) და წმ. მარკოზი (წარწერა დაღუპულია); დანარჩენი სამი გამოსახულება მნიშვნელოვნად დაზიანებულია და მათი გაიგივება ვერ ხერხდება. სარკმლის მარჯვნივ (სამხრეთით) წმ. მოციქულ პეტრეს ფიგურა თითქმის აღარ გაირჩევა; მის გვერდით წმ. ანდრია, წმ. იოანე, წმ. ლუკა, წმ. იაკობი და წმ. ფილიპე (ႼჂ | ႴႨ|ႦႨ|ႮႤ – წ(მიდა)ჲ ფილიპე) – არიან გამოსახულნი.

საკურთხევლის სატრიუმფო თაღს ყვავილოვანი ორნამენტი გადაუყვება, ხოლო თაღის ქანობის შიდა პირს გასდევს ტექსტი ფსალმუნიდან: ႱႠႾႪႱႠ Ⴘ˜ႬႱႠ ႸႭჁႬႨႱ ႱႨႼႫႣႤ ႳႳ ႱႨႢႰႻႤႱႠ ႣႶჁႧႱႠ – სახლსა შ(ე)ნსა შუჱნის სიწმ(ი)დე უ(ფალ)ო სიგრძესა დღ(ჱ)თასა (ფსალმუნნი 92:5). 

საკურთხევლის სარკმლის თაღში წრეში ჩასმული ჯვარია გამოსახული.


ბიბლიოგრაფია

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Роспись художника Тевдоре в верхней Сванети (Тбилиси, 1983), 27-9.

Натела Аладашвили, “Композиции алтарной конхи в церках Сванети”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983), 4-5.

გურამ ჭეიშვილი, დავით გაგოშიძე, “ამროლეანთა X საუკუნის საქტიტორო წარწერები ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიიდან”, ძეგლის მეგობარი  75 (1987), 62-6.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 65-6.

მარინე ყენია, “მხატვრობის საერთო სისტემის გადაწყვეტის თავისებურებანი ადრეული ხანის სვანეთის მოხატულობებში”, საქართველოს სიძველენი 12 (2008), 128-9

ზაზა სხირტლაძე, “ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობის ფენები და მათი ქტიტორები”, კრებულში: სვანეთი III (თბილისი, 2008), 85-8.

Anna Zakharova, Sofia Sverdlova, “Original wall paintings at the Church of the Saviour in Chvabiani (Upper Svaneti, Georgia) and Byzantine art at the turn of the tenth to eleventh centuries”, Зограф 39 (2015), 11-23.