1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. წირქოლი, ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა

წირქოლი, ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: წირქოლი, ღმრთისმშობლის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ამჟამად მოხატულობის ფრაგმენტები ეკლესიის ინტერიერის მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთზე შემორჩა. გასული საუკუნის შუახანებში მხატვრობა ბევრად უფრო უკეთ იყო შემონახული. მისი ფოტოებისა და ფერწერული ასლების მიხედვით შესაძლებელი ხდება ფერწერული ანსამბლის პროგრამის ცალკეული ნაწილების აღდგენა.

 

დარბაზი

ტაძრის უყელო გუმბათის კამარაზე მოხატულობა აღარ განირჩეოდა. გუმბათის თაღის ძირში, ტრომპებს შორის, წარმოდგენილი იყო წმინდა წინასწარმეტყველთა მედალიონებში მოქცეული ნახევარფიგურების რიგი, ხოლო ტრომპებში – მრავალფრთედები. ეკლესიის დარბაზიდან 1950-იან წლებში მოხატულობა მხოლოდ დასავლეთი კედლის მთელ სიგანზე გაირჩეოდა – იქ დიდი ზომის შობის სცენა ყოფილა წარმოდგენილი.

დარბაზისა და დასავლეთი ორსართულიანი სათავსის გამმიჯნავ კედელში შექმნილი ორმაგი თაღის შიდა პირებზე წარმოდგენილი იყო ხუთსეგმენტიანი შვეული ფრიზები, რომელთა შუა სეგმენტიც ორნამენტულ სახეს ეკავა, ხოლო დანარჩენი ოთხ-ოთხ სეგმენტში წმიდანის (როგორც ჩანს, წმინდა დედების) ნახევარფიგურა იყო წარმოდგენილი. სამხრეთი თაღის ჩრდილოეთ ფერდზე წარმოდგენილია წმ. ფებრონია (˜ [– –]ႰႭႬႨႠ – წ(მიდა)ჲ ფ[ებ]რონია), ხოლო ჩრდილოეთი თაღის სამხრეთ ფერდზე წმ. მავრიანე ([– –] ႫႠႥႰႨႠႬႤ – [წ(მიდა)ჲ] მავრიანე).

მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩა დასავლეთი სათავსის სხვა მონაკვეთებზეც ღიობების პირებისა და თავანების, აგრეთვე კედლის თაღების მამკობი ორნამენტული მოტივების სახით; დასავლეთი სათავსის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში არსებული კარის ტიმპანში გამოახულია მზის პერსონიფიკაცია ბორბლის სახით.


ბიბლიოგრაფია

Татьяня Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья в Грузии (Тбилиси, 1983), репр. 112-8.

ზაზა სხირტლაძე, “მასალები წირქოლის ეკლესიის ფრესკების შესწავლისათვის. წმინდა დედათა გამოსახულებანი“, თსუ შრომები 328 (1999), 158-69.