გარეჯი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი,
სამლოცველოს მოხატულობა
ნაგებობა: | გარეჯი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, სამლოცველო |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | XI-XII სს. მიჯნა – XII საუკუნის დასაწყისი |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
საკურთხეველი
წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის აღმოსავლეთ კიდეში, კლდის მასივში გამოკვეთილ მცირე დარბაზულ ეკლესიაში მხოლოდ საკურთხევლის კონქი იყო მოხატული. წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის ნახევარფიგურებით. ცენტრში გამოსახულია მაცხოვარი (Ι˜Ϲ || Χ˜Ϲ – Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς) მაკურთხეველი მარჯვენით და სახარებით მარცხენა ხელში. მაცხოვრის მარცხნივ წარმოდგენილია ღმრთისმშობელი (Μ˜Ρ || Θ˜Υ – Μ(ήτη)ρ Θ(εο)ῦ), ხოლო მაჯვნივ – წმ. იოანე ნათლისმცემელი (წარწერა დაღუპულია). ორივე ფიგურა მაცხოვრისკენ მიმართული და ვედრებად ხელაპყრობილი გამოუსახავთ. ფერწერული ფენა ასწლეულების განმავლობაში საგრძნობლად დაზიანდა; ბათქაშის ჩამოშლის გამო გამოსახულებები ფრაგმენტულად შემორჩა, წარხოცილია ფერწერის ზედა ფენა.
ბიბლიოგრაფია
“გარეჯის მრავალმთის მონასტრები. დასავლეთი მასივის გამოქვაბული მონასტრების არქიტექტურის, კედლის მხატვრობისა და ეპიგრაფიკის სრული ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია“, კრებულში: ნიკოლოზ ვაჩეიშვილი რედ., ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა – 1997 (თბილისი, 1997), 40-1.
მარინე ბულია, დიმიტრი თუმანიშვილი, დავით გარეჯის მონასტრები, ნათლისმცემელი, ბერთუბანი (თბილისი, 2010), 11-2.
ზურაბ თვალჭრელიძე, გარეჯის მრავალმთის არქეოლოგიური ძეგლები, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი (თბილისი, 2010), ტაბ. III2.