ლაღამი, მაცხოვრის ეკლესია (“მაცხვარ“)
| დასახლება: | სოფ. ლაღამი, მესტიის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მდებარეობა: | საქართველო, ზემო სვანეთი |
| სახელდება: | მაცხოვრის ("მაცხვარ“) |
| სახეობა: | ნაშენი |
| ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
| თარიღი/პერიოდი: | ქვედა ეკლესია – X ს.; ზედა ეკლესია – XIV ს. |
| აღდგენა/განახლება: | |
| მოხატულობის ფენები: | სამი ფენა |

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია X საუკუნეში აიგო. მოგვიანოდ, XIV საუკუნეში, ეკლესიის კედლებს, გამაგრების მიზნით, გარედან შემოაშენეს და ზემოდან ააგეს ახალი, ასევე დარბაზული, თუმცა ბევრად უფრო ფართო ეკლესია. იმავდროულად ნაგებობას დასავლეთით ორსართულიანი ნართექსი მიაშენეს.




