ერწოს სიონი
| დასახლება: | დაბა სიონი, თიანეთის მუნიციპალიტეტი; ამჟამად გადატანილია გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ |
| მდებარეობა: | საქართველო, კახეთი |
| სახელდება: | უცნობი |
| სახეობა: | ნაშენი |
| ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა |
| თარიღი/პერიოდი: | V საუკუნის მეორე ნახევარი |
| აღდგენა/განახლება: | VIII-IX სს. |
| მოხატულობის ფენები: | ორი ფენა |

ეკლესია სიონის წყალსაცავის მშენებლობის გამო დაიშალა და გადმოიტანეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. რესტავრატორთა და მკვლევართა შორის ნაგებობის გადახურვასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს – ერთ-ერთი თვალსაზრისით, ბაზილიკის სამივე ნავი ორქანობა სახურავის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოქცეული; მეორე თვალსაზრისის შესაბამისად, ნაგებობას ტრადიციული სამნავიანი ბაზილიკის სახე უნდა ჰქონოდა – ამაღლებული, ორფერდა სახურავიანი შუა ნავითა და შედარებით დაბალი, ცალფერდა სახურავით დაბურვილი გვერდითა ნავებით.
ძეგლის დაშლისა და თბილისში გადატანის პროცესში მოხატულობის მეორე ფენა ძლიერ დაზიანდა; მხატვრობა შემდგომ წლებში კიდევ უფრო დაზიანდა ბუნებრივმა პირობებით. ამჟამად ბაზილიკის საკურთხეველში მეორე ფენის მხატვრობიდან უმნიშვნელო ფერადოვანი ლაქებიღა გაირჩევა.



