ახიზა, საკათედრო ტაძარი
| დასახლება: | ახიზა (თანამედროვე ფერათლი), ართვინის პროვინცია |
| მდებარეობა: | თურქეთი, კლარჯეთი |
| სახელდება: | უცნობია |
| სახეობა: | ნაშენი |
| ტიპი: | სხვა, უცნობი |
| თარიღი/პერიოდი: | V-VI სს. |
| აღდგენა/განახლება: | |
| მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |

ახიზის ციხის ტერიტორიაზე არსებული საკათედრო ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალის ზეობაში, ადგილობრივი ერისთავის, არტავაზის მიერ განხორციელებული განახლება-აღდგენითი სამუშაოების პერიოდში აიგო. ახიზის ეპარქიამ არსებობა შეწყვიტა VII საუკუნის შუახანებიდან, არაბთა შემოსევების შედეგად, კათედრალი კი უნდა დანგრეულიყო ოსმალთა მიერ ტაო-კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ.


