გარეჯი, წმ. დოდოს მონასტერი, წმ. დოდოს
განსასვენებელი ეკლესია
| დასახლება: | გარეჯის მრავალმთა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მდებარეობა: | საქართველო, კახეთი |
| სახელდება: | უცნობია |
| სახეობა: | კლდეში ნაკვეთი |
| ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია |
| თარიღი/პერიოდი: | VI საუკუნის მეორე ნახევარი |
| აღდგენა/განახლება: | XVII ს. |
| მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |

ეკლესია წმ. დოდოს დასაკრძალავზე VI ს. მეორე ნახევარში გამოუკაფავთ; იგი გვიან შუა საუკუნეებში განაახლა სხვამხრივ უცნობმა დეკანოზმა გიორგიმ – აქ მას გვიანი შუა საუკუნეებისთვის სახასიათო გაჯის რამდენიმეიარუსიანი, მოხატული იკონოსტასი გაუმართავს.


