გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, სატრაპეზო
დასახლება: | გარეჯის მრავალმთა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, კახეთი |
სახელდება: | სატრაპეზო |
სახეობა: | კლდეში ნაკვეთი |
ტიპი: | სატრაპეზო |
თარიღი/პერიოდი: | XI საუკუნის შუა ხანები |
აღდგენა/განახლება: | |
მოხატულობის ფენები: | ორი ფენა |

უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოში დაცულია სამონასტრო ძმობისთვის განკუთვნილი, კლდეში გამოკვეთილი და შელესილი მაგიდები. სატრაპეზო მნიშვნელოვანია თავისი ეპიგრაფიკითაც – მის კედლებზე მომლოცველთა მიერ რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში შესრულებული ათეულობით წარწერა შემოინახა.