ლაღამი, მაცხოვრის ეკლესია (“მაცხვარ“)
დასახლება: | სოფ. ლაღამი, მესტიის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, ზემო სვანეთი |
სახელდება: | მაცხოვრის ("მაცხვარ“) |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
თარიღი/პერიოდი: | ქვედა ეკლესია – X ს.; ზედა ეკლესია – XIV ს. |
აღდგენა/განახლება: | |
მოხატულობის ფენები: | სამი ფენა |

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია X საუკუნეში აიგო. მოგვიანოდ, XIV საუკუნეში, ეკლესიის კედლებს, გამაგრების მიზნით, გარედან შემოაშენეს და ზემოდან ააგეს ახალი, ასევე დარბაზული, თუმცა ბევრად უფრო ფართო ეკლესია. იმავდროულად ნაგებობას დასავლეთით ორსართულიანი ნართექსი მიაშენეს.