ჟიბიანი, ღმრთისმშობლის ეკლესია (“ლამარია”)
| დასახლება: | სოფ. ჟიბიანი, უშგულის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მდებარეობა: | საქართველო, ზემო სვანეთი |
| სახელდება: | ღმრთისმშობლის ("ლამარია") |
| სახეობა: | ნაშენი |
| ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
| თარიღი/პერიოდი: | IX-X სს. |
| აღდგენა/განახლება: | XI ს. |
| მოხატულობის ფენები: | ოთხი ფენა |

ჟიბიანის ღმრთისმშობლის ეკლესიას სამხრეთ და დასავლეთ მხარეს მოგვიანოდ მიშენებული გარშემოსავლელი მიუყვება, სადაც არაერთი სულის მოსახსენიებელი ნაკაწრი წარწერა იკითხება – მათი ქრონოლოგია XI-XVIII საუკუნეებს მოიცავს. წარწერებს შორის გამოსარჩევია გიორგი მამასახლისის XI საუკუნის (მისივე სახელი ცნობილია ჩვაბიანის ეკლესიის მოხატულობაში არსებული წარწერიდან), რომან ნატიანის XI-XII სს., იოვანე სუანის XII საუკუნის და სხვათა სულის მოსახსენიებელი წარწერები.





