თელოვანი, ჯვარპატიოსანის ეკლესია
დასახლება: | ნასოფლარი თელოვანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, შიდა ქართლი |
სახელდება: | ჯვარპატიოსანის |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ნახევრადთავისუფალი ჯვარი |
თარიღი/პერიოდი: | VIII ს. |
აღდგენა/განახლება: | XVIII ს. |
მოხატულობის ფენები: | ორი ფენა |
ეკლესიის ინტერიერში, ნალესობის სხვადასხვა ფენაზე შემორჩენილია IX-XI საუკუნეებით დათარიღებული, სამ ათეულამდე ნაკაწრი და საღებავით შესრულებული ასომთავრული და ნუსხური წარწერები, აგრეთვე XV-XVI საუკუნეების ერთი მხედრული წარწერა. ისინი ძირითადად ისტორიული ან ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული ხასიათისაა და არ იძლევა რაიმე სახის პირდაპირ ცნობას ეკლესიის აგება-განახლების და მოხატვის შესახებ.