ლიხნე, ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია
დასახლება: | სოფ. ლიხნე (ზუფუ), გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, აფხაზეთი |
სახელდება: | ღმრთისმშობლის მიძინების |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ჩახაზული ჯვარი |
თარიღი/პერიოდი: | X-XI საუკუნეთა მიჯნა |
აღდგენა/განახლება: | |
მოხატულობის ფენები: | ორი ფენა |
ეკლესიის ნართექსის მეორე სართულის – პატრონიკეს – კედლებზე შემონახულია სხვადასხვა ფერის საღებავით ასომთავრულით, გარდამავალი ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული თოთხმეტი წარწერა, რომელთა შორის განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას 1066 წლის ბზობასა და აღდგომას შორის გამოჩენილი კომეტის შესახებ ცნობა; დანარჩენი წარწერები მოსახსენებელი ხასიათისაა; ყველა მათგანი XI საუკუნით თარიღდება.
ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.