ურაველი, აგარის მონასტერი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
დასახლება: | ურაველი, ახალციხის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, სამცხე |
სახელდება: | წმ. იოანე ნათლისმცემლის |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
თარიღი/პერიოდი: | X ს. |
აღდგენა/განახლება: | XI ს.; XIV-XV სს. |
მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |
ურაველში მონასტერი X საუკუნეში დაფუძნდა, თუმცა იმ ადგილას VI-VII საუკუნეებში ეკლესია უკვე მდგარა. მონასტერი ასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მასში შემავალი ნაგებობებიც არაერთხელ შეკეთდა თუ განახლდა. მონასტრის დაარსების დროს, X საუკუნეში აიგო მთავარი ეკლესია, რომელსაც სამხრეთით XI საუკუნეში ეკვდერი მიაშენეს; უფრო მოგვიანო უნდა იყოს მეორე, დასავლეთი მინაშენი. XI-XII საუკუნეებში აიგო სატრაპეზო – საქტიტორო წარწერის მიხედვით, იგი ერისთავთ-ერისთავ ბეშქენისა და მურვანის დაკვეთით ეფრემს აუშენებია; XIII-XIV საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს სამრეკლო.
მთავარი ეკლესიის კედლებზე აგების თანადროული ხუთამდე ლაპიდარული წარწერაა შემორჩენილი მათ შორის თავისი შინაარსით გამორჩეულია ორი – აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე საქტიტორო კომპოზიციაში, რელიეფის მარცხენა ნახევარზე შესრულებული წარწერა: Ⴑ˜ႾႪႨႧႠ | Ⴖ˜ჂႧႠ ႫႤ | Ⴇ˜Ⴄ ႠႶႥႠ|ႸႤႬႤ ႤႱႤ | ႱႲႭႠჂ | ႱႪႺ˜ႥႪႣ | ႠႫႨႱ ႠႣ|ႢႪႨႱႠ Ⴓ˜Ⴀ | Ⴇ˜ႣႧ˜ჃႱ Ⴖ˜Ⴌ | ႠႩ˜ႾႬ ႣႠ | Ⴗ˜ႬႨ ႸႥႨႪ|ႬႨ ႠႫႨႱ ႤႩႪ[- – – – – – – – -] – ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრთისა)ჲთა მე, თ(ევდორ)ე, აღვაშენე ესე სტოაჲ ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ ამის ადგ(ი)ლისა უ(ფლის)ა თ(ევ)დ(ორესა)თჳს, ღ(მერთმა)ნ აკ(ურთ)ხ(ე)ნ და ყ(ოველ)ნი შვილნი ამის ეკლ[ესი(ი)სანი შ(ეიწყალე)ნ].
აღმოსავლეთ ფასადზევე, სარკმლის ზემოთ: ႱႠႫႤႡ[- – – – – – – – -] ႠႣႨ|ႣႤ ႫႠႼႷႭႰ | Ⴇ˜Ⴄ [- – – – – -] – სამებ[აო წმინდაო], ადიდე მაწყო(ე)რ(ელი) თ(ეოდორ)ე [ჭლკისი].