ძველი შუამთა, აღდგომის ეკლესია
დასახლება: | ძველი შუამთა, თელავის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, კახეთი |
სახელდება: | ღმრთისმშობლის (ამჟამად აღდგომის) |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ოთხკონქი |
თარიღი/პერიოდი: | VII ს. |
აღდგენა/განახლება: | რესტავრირებულია 1939 და 2000-იან წლებში |
მოხატულობის ფენები: | ორი ფენა |
ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროით დათარიღებული, ასომთავრულით, გარდამავალი ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული, რამდენიმე ათეული წარწერა, რომლებიც მოსახსენებელი ან შეწირულობის ხასიათისაა და არ იძლევა რაიმე სახის პირდაპირ ცნობას ტაძრის აგების ან განახლების შესახებ. ეს წარწერები დიდწილად გამოუცემელია.