წრომი, მაცხოვრის ეკლესია
| დასახლება: | სოფ. წრომი, ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მდებარეობა: | საქართველო, შიდა ქართლი |
| სახელდება: | მაცხოვრის |
| სახეობა: | ნაშენი |
| ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ჩახაზული ჯვარი |
| თარიღი/პერიოდი: | VII საუკუნის 20-30-იანი წლები |
| აღდგენა/განახლება: | XI-XII სს., XVI ს. |
| მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |

ეკლესია აიგო წმ. პირველმოწამე რაჟდენის წამებისა და მისი თავდაპირველი დაკრძალვის ადგილას. ნაგებობა არაერთხელ დაზიანდა და აღდგა; 1940 წლის მიწისძვრამ XVI საუკუნეში აღმართული გუმბათიდან დარჩენილი ფრაგმენტი მთლიანად ჩამოშალა; 1949, 1959, 1974-1975, 2020 წლებში ნაგებობას რესტავრაცია ჩაუტარდა.
სააღმშენებლო ლაპიდარული წარწერა შესრულებულია სამხრეთ ფასადზე: Ⴜ˜Ⴍ Ⴄ˜ႩႠႭ | Ⴑ˜ႴႦ ႢႡႠႨ | Ⴘ˜Ⴄ – წ(მიდა)ო ეკ(ლესი)აო, ს(ტე)ფ(ანო)ზ ჳბა(ტოს)ი შ(ეიწყალ)ე. მკვლევართა ნაწილის აზრით, წარწერაში ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II უნდა იხსენიებოდეს და ეკლესიის აგებასაც მის სახელს უკავშირებენ.


